ეპისკოპოსი, მღვდელი და მრევლი საქართველოს ეკლესიაში და დღევანდელი საეკლესიო კრიზისი
"დღეს არსებული საეკლესიო კრიზისის უმთავრესი მიზეზი არის არაკომპეტენტური, ფსევდოსულიერი და მეშჩანიზმით შეპყრობილი ეპისკოპატი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით აღძრული ყველანაირ მორალურ და სარწუნებრივ კომპრომისზე მიდის. მღვდლების დიდი ნაწილი უუფლებო მასად იქცნენ, მეუფე-ბატონების მონებად, მუხლებზე მოღოღიალე ხელის ბიჭებად და ან სულაც შპიონებად, მათგან ბევრი თავადაა ბიწიერი, შესაბამისად მორალური არჩევანის გაკეთება არ შეუძლათ, მეორე ნაწილი უფრო ზნეობრივნი და წესიერები, დამონებულ მდგომარეობაში არიან და ვერ ახერხებენ და ვერ ჰბედავენ თავისუფლად და თამამად გამოთქვან თავისი პოზიცია. მრევლი კი სრულიად უუფლებო, უუნარო მონათა მასად აქციეს, არადა იყო დრო და საუკუნეები, მრევლი ირჩევდა ეპისკოპოსს! მართალია, შემდგომ სამეფო ხელისუფლებების ფარული დაწოლით კრებებმა ეს უფლება მრევლს წაართვა, მაგრამ მრევლი რჩებოდა ეპისკოპატის მაკონტროლებლად და ეკლესიის მამოძრავებელ სინდის-ნამუსად!
მართალია ეკლესიაში ეპისკოპისის ძალაუფლება ყოველთვის ძალიან დიდი იყო, მაგრამ ამავე დროს კანონიკური სამართლის და საეკლესიო დისციპლინის წყალობით იზღუდებოდნენ და კონტროლდებოდნენ ეპისკოპოსები. მაგალითად, ძველ ეკლესიაში თუ ეპისკოპოსი მძიმე ავადმყოფობის გარეშე ზედიზედ სამი კვირა წირვისა და ქადაგების გარეშე გაიყვანდა დროს, ხარისხიდან განიკვეთებოდა, დღეს თუ გინდა სამი წელი გადააბი, პასუხის გამცემი და მომკითხავი არავინაა, საეკლესიო კანონიკა და დისციპლინა სრულიად მორღვეულია. ერთადერთი დაუწერელი კანონი მოქმდებს საქართველოს ეკლესიაში: "არ გააკრიტიკო საპატრიარქო და პატრიარქი", დანარჩენი რაც გინდა აკეთე, უკანონო შვილებით დაწყებული სხვა ცოდვებით დასრულებული, ეკლესია ავაზაკთა ქვაბადაა ქცული. წითელ საბჭოურ მანქანაში გატარებული და გადამუშავებული საქართველოს ეკლესია ვეღარ ახერხებს მორალური მაგალითის ჩვენებას ერისადმი, სამაგიეროდ მასების ზომბირების, გონებრივი დაჩლუნგების და სულიერი დამონების საქმეში წარმატებულია. "ამინ"-ების და "დიდება უფალს" (არაბულად ეს იგივე "ალლაჰ აკბარ"-ია) უაზროდ მწერალი ბრმევლი ვეღარაფეს აცნობიერეს, აღარ შერჩათ მორალური სტანდარტი, მზად არიან ყველანაირი უმსგავსობა "გაუპრავონ" თავის კერპ საპატრიარქოს, რომელიც ეკლესია ჰგონიათ და სინამდვილეში ეკლესიის ნომერ პირველ მტრად იქცა და ქრისტიანობას ფარისევლური, რიტუალური გარეგნული შინაარსი დაუტოვა მარტო, სული კი გამოაცალა. კაცმა რომ თქვას, საბჭოთა ათეისტური ხანიდან გამოსულმა ერის დიდმა ნაწილმა არც იცის და არც უნახავს, როგორი არის ნამდვილი ეკლესია და რა ევალება მას.
ქართულმა ეკლესიამ დაკარგა ცოდვის და უღირსების მხილების ფუნქცია. ლგბტ თემს თუ დაატერორებენ, ეს ჰგონიათ მხილება და მორალის დაცვა, სამაგიეროდ ეკლესიის მმართველობა არასოდეს ამხელს ხელისუფლებათა და მდიდართა ამა ქვეყისათა უღირსებას და ცოდვებს, არც წინა წლებში და არც ახლა. პატრიარქი მუდამ ზრუნავდა საკუთარი კომფორტისა და ძალაუფლების გამყარებაზე, მას არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის, არც არაფორმალი ივანიშვილის მმართველობის მრავალწლიან პერიოდებში არანაირ უკანონობაზე ხმა არ ამოუღია და მოქმედი ხელისუფლებანი არასოდეს უმხილებია, არცერთი დაჩაგრული და გაუბედურებული ადამიანისათვის ის არავის არ დაპირისპირებია, თუმცა ყოველთვის ყველაფერი შესანიშნავად იცოდა. ესაა ისტორიული მოცემულობა და რეალობა. წმ. ილია თეზბიტელის სახელს კი ატარებს, მაგრამ მისი ცხოვრება მეტად თუ ნაკლებად უსჯულო ხელისუფლებებთან მუდმივი კოჰაბიტაცია იყო, რითაც მდიდრდებოდა და ძალაუფლებას იზრდიდა, მაშინ როდესაც ილია თეზბიტელი მუდამ ამხელდა უსჯულო მეფე-დედოფლებს და მათ დიდებულებს, ამიტომაც თეზბიტელი მუდამ დევნილი იყო ხელისუფალთაგან, ილია მეორე კი მუდამ განდიდებული. ერთადერთი ხელისუფლება ვისაც ილია შიოლაშვილი ღიად დაუპირისპირდა, ეს იყო გამსახურდიას ერთწლიანი ეროვნული ანტისაბჭოთა ხელისუფლება, და აკი მალევე მოიშორა, პუტჩის ლიდერები აკურთხა, შეიტკბო და დაიმეგობრა უწმიდესად წოდებულმა შიოლაშვილმა. ეს იყო მისი ნამდვილი, რეალური მონაწილეობა ძმათა მკვლელი ომის გამჩაღებელთა სისხლიან პროცესებში და ზნეობრივი არნახული დაცემა ერის სულიერ მამად დადგენილი ილია მეორისა, რადგან მან მკვლელების მხარე დაიჭირა და ამით თავადაც მკვლელების სიაში ჩაეწერა. მართალია შევარდნაძის რეჟიმმა და წითელმა ინტელიგენციამ მისი რენომე დაიცვა და დიდებით შემოსა, მომდევნო ხელისუფლებებმაც ეს გზა აირჩიეს, ყველაფერი კეთდებოდა მისი განდიდების და კულტის შესაქმნელად, მაგრამ საბოლოოდ ისტორია აქ და მაღლა ღმერთი ყველაფერს შეაფასებს სიმართლით, მისი კულტი კი გაცამტვერდება მის უნამუსო თუ უტვინო მეხოტბეებთან ერთად. ეკლესიაში პიროვნების კულტის ადგილი არ არის! ეკლესია უნდა ემსახურეს სიმართლეს და ზნეობას. არ შეიძლება ეკლესია იქცეს უზნეობის და ფუფუნების ადგილად, არ შეიძლება დაჩლუნგებული მასები მამონას კერპს ეთაყვანებოდნენ. რელიგია ხალხის ოპიუმად კი არა, აზროვნების, გონიერების და სინდისის გაღვიძების წყაროდ უნდა ვაქციოთ!
ზოგი შიშობს, რომ მხილების გამო ეკლესია დაიცლება მრევლისაგან, მაგრამ სიცრეუში ჩაძირულ სავსე ტაძრებს ნახევრად ცარიელი სიმართლეში მყოფი ეკლესია სჯობს! სიმართლე და პატიოსნება ერთად, ესაა ღვთის დიდება და მადლი, ხოლო სიცრუე და ბიწიერება არის სატანის განდიდება! ტოტალური უსამართლობის და განუკითხაობის გამო ღვთის ტაძარებს ეშმაკები ეპატრონებიან. მონური მორჩილება და კვებითი მარხვა აქციეს ეკლესიურობის საზომად, არადა ამ ორივეს ძროხები უკეთესად იცავენ, ვიდრე ადამიანები, თუმცა ძროხები სასუფევლის მკვიდნი ვერ გახდებიან, ასეთია საეკლესიო სწავლება. სასუფევლის მკვიდრნი გახდებიან მოაზროვნე, სინდისის და ზნეობის სადარაჯოზე მდგომი ადამიანები, რადგან "ნეტარ იყვნენ სიმართლისათვის დევნილნი, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა!""
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ნანახია: (855)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას