logo.png

 

George Tiginashvili

 

 "ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპისკოპოსად ხელდასხმის 25 წელი იზეიმა ხობის, ნოჯიხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში 24.03.2021 წელს, რა დროსაც ქადაგებით მიმართა მრევლს, სადაც, ფაქტობრივად ქონდრისკაცობიდან - ჭიანჭველობამდე დაიყვანა საკუთარი რენომე და გაუთავებელი თავის დაფასებით დაუდგა ფასდაკლების დღეც!

ბერბიჭაშვილი ამბობს: "25 წლის წინ სიონის საკათედრო ტაძარში კურთხევის წინა საღამოს, უკვე ეპისკოპოსად გამორჩეული, მე ჩემს სიტყვაში მიმოვიხილავდი კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლს და ეკლესიის მდგომარეობას; ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ პიროვნებას, ვისი ომოფორის ქვეშაც უნდა მემსახურა და მეტვირთა ეს პასუხისმგებლობა. მე დღემდე ერთგული ვარ ამ პრინციპების, რაც მაშინ წარმოვთქვი და აქ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ იცვლება დრო...".

ვპასუხობ: დიახ, თქვენ დღემდე ერთგული ხართ იმ კონფორმისტული მისიის, ნელ-თბილი, ფლიდური, გაიძვერული, კარიერისტული, ანგარებითი, პატივმოყვარული, პატრიარქოცენტრული, მონური და ფარისევლური პრინციპების, ჰომოსოვიეტიკუსური ხასიათის, ეგოისტური სულისკვეთებისა და სასიკვდინე ცოდვებისა, რის გამოც იერარქიაში აღგიყვანეს საბჭოთა КГБ-ს ცნობილმა მაღალჩინოსნებმა: Ираклий Шиолашвили "Ивериел"-მა ზნეობის "ღვთივგანბრძნობილი ლამპრის", ანუ Гиоргий Харазишвили "даниил"-ის (ქართული მეტსახელით "ჟოზეფინა") რეკომენდაციით! საინტერესოა, ჰედონისტი და პედერასტი "დეკანოზი" გიორგი ხარაზიშვილი, კაცს რა ნიშნით უშუამდგომლებდა მღვდელმთავრად წარდგინებისას? რა პარამეტრებით? არ მითხრათ ახლა სულიერების, თავმდაბლობის, უბიწოების, ასკეტობის, პატიოსნებისა და პატრიოტობის გამოო!..

ბერბიჭაშვილი იქვე ამბობს: "მე მადლიერი ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის; მე მახსენდება ის პირველი საუბარი მომავალ სამღვდელთმთავრო მსახურებასთან მიმართებაში, როდესაც თბილისში გამომიძახა მისმა უწმიდესობამ და შეხვედრისას მითხრა ასეთი რამ:

– ჩვენ (ე.ი. Ираклий Шиолашвили "Ивериел"-მა და Гиоргий Харазишвили "даниил"-მა. გ.ტ.) გადავწყვიტეთ, რომ თქვენ სამღვდელთმთავრო მსახურებისთვის გამოგირჩიოთ, მზად ხართ ამისთვის?

მე არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა?! ჩემს მაგივრად პასუხი თვით კათალიკოს-პატრიაქმა გასცა თავისსავე დასმულ კითხვას:

– თუმცა, ვინ არის მზად, არც არავინ არის მზად".

ვპასუხობ: დიახ, მეუფეო! თქვენი პლეადიდან განა ვინ იყავით მზად ღვთისმსახურებისთვის? თუმცა, ფაქტია, რომ პირადად თქვენ მზად იქნებოდით იმისათვის, რის გამოც რეკომენდატორის რჩეული გახდით! სამწუხაროდ, მაგ თაობიდან არც არავინ არ იმსახურებდით მღვდელმთავრის პატივს, არცერთი კრიტერიუმითა და ნორმატივით, მით უფრო პირადად თქვენ, სხვა უკეთურობებს, რომ თავი დავანებოთ, მარტო საკუთარი კრიმინოგენული და რეციდივისტული ბექგრაუნდიდან გამომდინარე! ჰო, თქვენ საბჭოთა დროს საპატიმროში (ოთხჯერ!) არ მჯდარხართ დისიდენტობისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, ეკლესიის ერთგულებისთვის ან თავისუფალი სამეცნიერო კვლევა-ძიებისთვის, არამედ...

ბერბიჭაშვილი დასძენს: "მღვდელთმთავარი, თითოეული სასულიერო პირი და გამორჩეულად კი მღვდელთმთავარი - ვერ არის იმ თავისუფლებით აღჭურვილი, რომ თავის ემოციებს მისცეს გასაქანი და ეს უმალ საჯაროდ ისაუბროს".

ვპასუხობ: უკაცრავად და საკუთარი გამოცდილებით ნუ კი მსჯელობთ, როცა "ემოცია" და ღირსება გერევათ ერთმანეთში, არამედ სახარებისეულ სწავლებას მიაყურადეთ და თავისუფლებისა თუ რწმენის ქრისტოცენტრულ გაგებას მისდიეთ! რასაც თქვენ "ემოციას" უწოდებთ, ის სინამდვილეში არის სული ღვთისა, რომელიც დაუცხრომლად შეურიგებელია ბოროტებასთან! მღვდელმთავარს მოეთხოვება, განა საღვთო ცოდნისა და სიმართლის აკუმულირება საკუთარ "მე"-ში, არამედ ღიაობით, გამჭვირვალობითა და საჯაროობით მისიონერობა! ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესიური ცნობიერება, კორუფციული გზით დაგროვილი ქონება არაა, რომ მასავით გაასაიდუმლოვოთ!

ბერბიჭაშვილი აგრძელებს: "მე ასევე ვმადლობ ჩვენს მღვდელთმთავრებს, წმიდა სინოდის წევრებს ყველაფრისთვის!"

ვპასუხობ: ცხადია ემადლიერებით თქვენს კოლექტივს, სადაც, ჯგუფურ სურათზე გამოკვეთილად არ იხილვება თქვენი მანკიერებანი და ქვებუდანობა, მილიონერობა, ურწმუნოება, უპასუხისმგებლობა და ტრიუმფალურობა, რადგან ერთ ყალიბში მოქცეული ყოფა - ცალკე რომელიმე უღმერთო მღვდელმთავრის ნაკლოვანებას უკონტურებოდ წარმოაჩენს!

მესმის, რომ არარელიგიური ნატურის ადამიანი ხართ, იმთავითვე შებოჭილი და თქვენივე მდგომარეობის ტყვე! ისიც მესმის, რომ გველისგან - სალამური არ კეთდება! მაგრამ, იქნებ თავი ხელში აიყვანოთ, შეგრცხვეთ მაინც იმ განულებული და ამაზრზენი მდგომარეობისა, რაშიც იმყოფებით და დადუმდეთ! მოეშვით ყალბ რიტორიკას, პათეთიკურ გზავნილებსა და დიდაქტიკურ შეგონებებს! მერწმუნეთ, ტრაგიკომიკურია თქვენი "ფილოსოფოსობა და ღვთისმეტყველება". სწორედ თქვენნაირების სამხელად ამბობდა ნამდვილი ფილოსოფოსი პლატონი: "ბრძენი კაცი იმიტომ საუბრობს, რომ მას აქვს რაღაც სათქმელი, სულელი კი იმიტომ რომ მან რაღაც უნდა თქვას". ამიტომ კმარა! გაჩუმდით!.. ჩვენც დაგვასვენეთ და საკუთარი მფარველი ანგელოზიც, რომელიც დაპატიმრებულია არა თქვენსავით ოთხგზის, არამედ ვინ იცის სამუდამოდაც კი - თქვენივე უსინდისობის გამო!

აქვე მაინტერესებს, რომელი კათოლიკოს-პატრიარქის ერთგული რჩებით ბოლომდე? იმისა, რომელსაც თქვენი თანამწირველი კოლეგა - მიტროპოლიტი უმძიმეს ბრალს უყენებს?! სად არის თქვენი პირუთვნელობა, ობიექტურობა, მღვდელმთავრული მართლმკვეთელობა, სიმამაცე, პატიოსნება და კეთილსინდისიერება? და რა გააკეთეთ თქვენ კანონიკური, სამართლებრივი, მორალური ან კაცური კუთხით (სამწუხაროდ, როგორ არცერთი ღირსება არ მოგესადაგებათ!), რითაც აუცილებელი და სავალდებულო მსვლელობა მიეცემოდა ამ საქმეს? რატომ არ ამოიღეთ ხმა მიტროპოლიტ პეტრეს უსამართლო დასჯაზე? რატომ არ ესწრებით მას მერე სინოდის სხდომებს? გგონიათ გაცდენით პასუხისმგებლობას აირიდებთ?! ამ ფონზე, თქვენ მართლა გულწრფელად გჯერათ, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველია თქვენი ანგელოზი? კარგად დაუკვირდით თქვენს თავს, შემთხვევით Григорий Ефимович Распутин-ი ხომ არ არის თქვენი შემწე?! თუ გაგიგიათ იტალიელი დანტეს "ღვთაებრივი კომედია", იქაც კი ხართ გაფრთხილებული ავტორის მიერ: "ჯოჯოხეთში, ყველაზე ცხელი ადგილი შემონახულია მათთვის, ვინც მორალური კრიზისის დროს ნეიტრალური რჩება"!..

ამრიგად, იქნებ აგვიხსნათ, საერთოდ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და რატომ უნდა გცეთ პატივი?

-იმიტომ, რომ ხალხის საბიუჯეტო სახსრებით მილიონები მიითვისეთ და უზარმაზარი უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი გახდით?!

-იმიტომ, რომ ორაზროვანი, დიპლომატიური, ცბიერი, მზაკვრული და ეგოცენტრული პოზიციები გაქვთ?

-იმიტომ, რომ კინკილა "ახალი საქართველოს უნივერსიტეტი" ჩამოაყალიბეთ კვლავ ხალხის ფულით, და საკუთარი განდიდების, პოლიტიკური დივიდენდების, პატივმოყვარეობისა და პოპულარულობისთვის გამოიყენეთ?

-იმიტომ, რომ მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელის აბსოლუტური ხელშეწყობითა და რეალურად კი თანაავტორობით სადოქტორო ნაშრომი იცოდვილეთ?

-იმიტომ, რომ რაც წამოიწყეთ სიმართლის გზაზე - ყველაფერს უღალატეთ, წინ გადადგმულ ერთ ნაბიჯს - უკანგადადმული ხუთი ნაბიჯი დააყოლეთ და პრობლემათა თავის სტანდარტული მეხოტბე გახდით?

-იმიტომ, რომ კერპადქცეული, რუსეთუმე და სოდომისტი კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ პიეტეტს ვერ ელევით?

-იმიტომ, რომ ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებით (2012 წელი)?

-იმიტომ, რომ გუბერნატორ გოროზიას თანხების ჩარიცხვას არა ეპარქიის, არამედ თქვენს პირად ანგარიშზე თხოვთ?

-იმიტომ, რომ რუსულ გავლენებზე მოსაუბრე, არასოდეს უთითებთ საქართველოს საპატრიარქოზე, სადაც ყველაზე დიდი დასაყრდენი ჰყავს კრემლს მეხუთე კოლონის სახით?

საბოლოოდ, კი გეტყვით, რომ წმ. იოანე ღვთისმეტყველს, სულ, რომ არავინ და არაფერი ჰყოლოდა პატმოსზე გამოცხადებისას ამ სიტყვების შთაგონებად, წინასწარჭვრეტით თქვენთვის მაინც დაწერდა ამ წინადადებას: "რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემს ბაგეთაგან" (გამ. 3,16)."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

May be an image of 3 ადამიანი, წვერი და ხალხი დგასMay be an image of 2 ადამიანი, წვერი, people sitting და შიგნით

 

May be an image of 1 ადამიანი

ფოტოს აღწერა მიუწვდომელიაფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ნანახია: (1755)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას