logo.png

 

Hieromonk Andria Saria

 

"ილია II-ს ძალიან ბევრი რამ ეპატია ჩვენს ქვეყანაში, რაც არ ეპატიებოდა ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. რითი ჯობია ილია II ქვეყნის შიდაგამყიდველებს? ვიტყოდი, მხოლოდ ,,აღნაგობითა და სილამაზით''. კათოლიკოსს ,,ეპატია'' 90-იანი წლების დანაშაული და ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღება, მას უფლება მისცა საზოგადოებამ ჯაბა და ედიკა დიდებით გაეცილებინა ტაძრიდან; გმირებად და ერის მოკეთეებად შერაცხა ისინი. მას ასევე ეპატია მოსკოვში არაერთი ვიზიტი და პუტინთან ,, ჩახუტება''. მას ასევე ეპატია სიტყვები: ,,პუტინი ბრძენია''. ნებისმიერ მოქალაქეს მთელი საზოგადოება ჩაქოლავდა, მაგრამ, წლების განმავლობაში მას მიეცა თავისუფლება რუსული პროპაგანდისა ეკლესიის სახელით. რუსეთმაც შეუქმნა ,,ავტორიტეტი'' და დაგვაჯერა რომ ის არის ,,მედიატორი'', ,,ყოვლისშემძლე'' და პოლიტიკური კრიზისის მომგვარებელი. სინამდივილეში ის იყო და არის რუსული საქმის ერთგული მონა. მან კარგად გაგვაცურა მთელი წლები და არ მისცა ჩვენს ქვეყანას განვითარებისა და ამოსუნთქვის საშუალება. ათიათასჯერ წინ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია, ვიდრე არის იგი დღეს. ხალხს აფიქრებინეს რომ მისი სიტყვა კანონია რუსეთისთვის!!! რა დონის ცინიზმია!!! სინამდვილეში რუსეთი წლების განმავლობაში იმას აკეთებინებდა, რაც მის ინტერესებში იყო და კარგი საქმისთვის ,,მკვდარ თევზს'' გადმოუგდებდა საყლაპავად. ვჭამეთ, ძალიან ბევრი ვჭამეთ და კიდევ რიგში ვიდგებოდით ჭამის რომ არა ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები. მოკლედ, ის არ არის ქვეყნისთვის მესია, როგორც გვიქადაგებდნენ!! ის არის ქვეყნის ნომერ პირველი მტერი!!! უფალმა გვიხსნას ამ მდგომარეობიდან, სხვა გზას მე უბრალოდ ვერ ვხედავ ბრძოლის გარდა!!!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (591)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას