logo.png

 

Giorgi Geguchadze

",,მიტროპოლიტ" სტეფანეს ლოგიკაში ასე ვკითხულობთ: ,,მეუფე პეტრეს წინასწარ უნდა მოემართა წერილობითი ფორმით, რომ ბრალს აყენებდა კათოლიკოსის წინააღმდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა განხილვა მისი ბრალდების. დაარღვია რა ბრალის წარდგენის კანონიკა , ჩვენ არ ვღებულობთ და არ განვიხილავთ მის ბრალდებას".

მიჩნდება ლეგიტიმური შეკითხვები მის მიმართ და იქნებ მიაწვდინოთ ხმა.

1. თუ ბრალის წარდგენის კანონიკა დაარღვია მეუფე პეტრემ და მის ბრალდებას არ ღებულობთ და აცილებას მიეცა, მაშ, რატომ დასაჯეთ?

2. თუ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება ბრალის წაყენებისა მეორე ეპისკოპოსზე წერილობითი ფორმის გარეშე, მაშ, თავად მეუფე პეტრეს როგორ წაუყენეთ ბრალად პატრიარქის შეურაცხყოფა? სად არის ამისი დამადასტურებელი წერილობითი ფორმის მიმართვა, რომ მას ბრალად ედებოდა ეს?

3. 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდამდე პირადად თქვენ თუ იცოდით, რომ მისი საქმე განიხილებოდა სინოდზე?

3.1.თუ არ იცოდით, მაშ, რატომ არ აპროტესტებთ, რომ უსამართლობას აქვს ადგილი და რომ ოფიციალურად თქვენთვის არ მოუმართავთ, რომ კრების დღის წესრიგში ეს საკითხი იქნებოდა?

3.2. თუ იცოდით, მაშ, რატომ თავად მეუფე პეტრეს არ გაუგზავნეთ წერილობითი ფორმით მიმართვა, რომ სინოდზე მისი საქმე განიხილებოდა?

ჭეშმარიტად თქვენს ენაზეა ნათქვამი, რომ იგი სიცრუის სამკაულია (იაკ.3.6) და რომ ,,ვერვის ხელ-ეწიფების დამწყსად მისა" (იაკ.3.8)."

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (886)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას