logo.png

 

George Tiginashvili

 

"დაუკვირდით იმ მღვდელმთავრებს (მე ყველაზე ერთი აზრის ვარ), რომელთაც ვითომ და პროგრესულის, მეცნიერის, ღირსეულის, ასკეტის, მლოცველის, პატიოსნის სახელით იხსენიებენ, როგორი პოზიცია აქვთ მეუფე პეტრეს საკითხზე: კონფიდენციალურად გეტყვიან, რომ მიტროპოლიტი პეტრე მართალია, ვაჟკაცია და სწორია!.. და იქვე, ყურში რომ არ შეიშვება ისეთ რაღაცებს დასძენენ პირველიერარქზე, მეტსაც გეტყვიან რომ პატრიარქი უკიდურესად დაცემულია, სატანისტია, ასეთია/ისეთია და საჯაროდ კი იმის თქმის ღირსებაც კი არ ჰყოფნით ამ კაცუნებს და არარაობებს, რომ აუცილებელია ბრალდებას მიეცეს სამართლებრივი მსვლელობა, რომ უნდა მოუსმინონ ბრალდების მხარეს და რომ პატრიარქი ღმერთი არაა, რომ კანონზე მაღლა იდგეს!.. და რომ პედოფილების და ჰედონისტების შემწყნარებელი პირველიერარქი მოულოდნელი სულაც არაა რომ თავადაც იყოს წამხდარი!..

მთელი სინოდი და კიდევ მათი მაქებრებიც ხართ უნამუსო ფარისევლები, თავად ფარულად გარყნილები, ორპირი და ლაჩარი არსებები!..

იცით სინამდვილე და მაინც უტიფრად პოზიციონირებთ!

ვინც არ იცით - არ აძლევთ საშუალებას ბრალმდებელს, რომ დაგიმტკიცოთ სინამდვილე!

იცით რატომ არ გინდათ, რომ გაიგოთ რეალობა? კომფორტული ზონის დათმობა, სინდისის გაღვიძება და რასაც ქვია ქრისტიანობა გეზარებათ თქვენ!

P.S. ძალიან ცუდად დაამთავრებთ, ფატალურად! არმაგედონს იმზადებთ და მიიღებთ კიდეც მაღალი ალბათობით და სირცხვილისგან მიწაში დაიწყებთ ძრომიალს ვირთხებივით, თქვენ მართლა არაკაცებო!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (653)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას