logo.png

 

Giorgi Geguchadze

 

"თითოეული სასულიერო პირი თუ მონაზონი, რომელიც ფიქრობს, რომ ჯერ არ დამდგარა დრო ეკლესიის გაწმენდის და ნებისმიერი პიროვნების, მათ შორის, პატრიარქის წინააღმდეგ არსებული ბრალდების განხილვის, არის ცრუ და მტერი ქრისტესი და მისი ეკლესიის!

ჭყონდიდის ეპარქიის თითოეული სასულიერო პირი, რომელიც საჯაროდ არ მოსთხოვს ,,მიტროპოლიტ" სტეფანეს იმ ბრალდების დამტკიცებას, რომელიც მან მიტროპოლიტ პეტრეს წინააღმდეგ თქვა დღეს, ასევე გახლავთ მტერი ქრისტესი და მისი ეკლესიის.

ჭყონდიდის ეპარქიის თითოეული სასულიერო პირი ვალდებულია, მისგან მოითხოვოს დამტკიცება ამ ბრალდების და განიკვეთოს ან მეუფე პეტრე, ან ,,მეუფე" სტეფანე. თუ სამღვდელოება ასე არ მოიქცევა, ვერ დავიჯერებ მათ გულისტკივილს არსებული მდგომარეობის გამი. ზოგიერთ მათგანს 10 და მეტწლიანი ურთიერთობა აქვს მეუფე პეტრესთან. შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან დაიცვან მისი სახელი, როგორც მათი მღვდელმთავრის და პასუხი მოითხოვონ,,მეუფე" სტეფანესაგან, ან განიკვეთოს მეუფე პეტრე დანაშაულის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე მზად არის დნმ-ის გასაკეთებლად.

იმედს ვიტოვებ, ეპარქიის სასულიერო დასს ეყოფა ვაჟკაცობა და გამბედაობა ამ ნაბიჯის გადასადგმელად!!!"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (626)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას