logo.png

 

Vladi Narsia

 

"ანა დოლიძის მიმართ სუსის თვალთვალი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ასე იწყებოდა რეპრესიები საბჭოთა კავშირში და ასე იკრეფდა ძალას ბოროტების იმპერია თავისუფლების წინააღმდეგ.

როცა 2014 წელს რელიგიის სააგენტოში დავუპირსპირდი სუსის წარმომადგენელ ზაზა ვაშაყმაძეს მის შემდეგ ჩემზე თვალთვალი არ შეწყვეტილა. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფარულად მისმენდნენ საკუთარ ავტომობილში. კომპიტერიდან, რომელიც ინტერნეტთან მიერთებული არ მქონდა, დამეკარგა მნიშვნელოვანი ინფორმაციები (კომპუტერს სახლში ვინახავდი!!!). ორჯერ გამიტეხეს პერსონალური ელ-ფოსტა, სადაც საეჭვოდ აღმოჩდა ჩემთვის უცნობი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. როგორც შემდგომი მოკვლევით აღმოვაჩინე ეს გახლდათ ვინმე წიკლაური (სახელი და სხვა მონაცემებიც ცნობილია!), რომელიც მაშინ ძალოვან უწყებებში მუშაობდა.

დიახ, თვალთვალი ბოროტი განზრახვით და ოპონენტის მაქსიმალური შევიწროვება / შეზღუდვა არის ქართული ოცნების ხელწერა, რომელიც ძალიან წააგავს საბჭოთა და დღევანდელი რუსული მართვის სტილს. რაც დრო გადის ოცნება მამამარჩენალის სახელს - Удав ამართლებს."

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (624)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას