logo.png

 

Hieromonk Andria Saria

 

"დღეიდან დავიწყოთ საეკლესიო კანონების მუხლობრივად გარჩევა. ვისაც დრო და ენერგია ეყოფა რომ აგვყვეს ძალიან კარგი იქნება.

პირველად V-VI საუკუნეში გაჩნდა კანონები კრებულის სახით, რომლის ჩამოყალიბების პროცესიც VIII საუკუნეში გაგრძელდა, ხოლო შედარებით საბოლოო სახე მიიღო X საუკუნეში. ქართულ თარგმანში დაემატა რუის-ურბნისში მიღებული კანონები.

აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონიკური ძეგლი — 14-ტიტლოვანი ნომოკანონი ბერძნულიდან ქართულად არსენ იყალთოელმა თარგმნა XI საუკუნის ბოლოს ან XII საუკუნის დასაწყისში.

მასში შედის მოციქულთა კანონები, შვიდის მსოფლიო და ათი ადგილობრივი კრების და ასევე გარკვეულ წმინდა მამათა მიერ მიღებული კანონები, რომელიც მოიწონა ეკლესიამ.

მოკლედ, დღეიდან მუხლობრივად განვიხილოთ ყველა კანონი.

შესავალი მოციქულთა კანონებით იწყება და შესაბამისად შემოგთავაზებთ პირველ კანონს.

კანონი 1

,,ეპისკოპოსი დადგინებულ იქნეს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ''.

ეს კანონი განმარტავს როგორი უნდა იყოს იერარქიული სისტემა. ეპისკოპოსის გარეშე არ არის ეკლესია ეკლესიაში. ეპისკოპოსებს გადაეცემათ მოციქულეობრივი მემკვიდრეობა. ორი ან სამი იმიტო არის დადგენილი ახალი ეპისკოპოსის გამოსარჩევად, არავის არ ქონდეს მცდარი აზრი თითქოსდა ვინმეზე მეტია. როგორც მოციქულები იყვნენ თანასწორნი, ასევე არიან ეპისკოპოსები თანასწორ უფლებიანნი. მცდარია ის აზრიც, რომ საქართველოში ყველა სინოდის წევრი ილია II ნაკურთხია. ამ კანონიდანაც ცხადზე ცხადია, რომ იგი მარტო ვერავის აკურთხებდა და ასევე თანასწუფლებიანია სხვა ეპისკოპოსების მსგავსად. ვერცერთი ეპისკოპოსი პიროვნულად ვერ მისცემს ხელმწიფებას სხვა ეპისკოპოსს ხელდასხმით, თუ მასთან ერთად არ იქნება კიდევ სხვა ეპისკოპოსები. ეს კანონი თანასწორობის უფლება დაცული რომ იყოს იმის გამო იქნა შემოღებული. ერთობა და თანასწორობა რომ მნიშვნელოვანია სახარების ამ მუხლებიდანაც ჩანს. მთ. 18:20; 20:22–27; 23:8–12; მარკ. 9:34–35; 10:42–45; ინ. 18:36; 1პეტ. 5:2–4; ებრ. 13:20.

მოციქულთა შორისაც ვერ ნახავთ ვინმე იყოს სხვაზე უპირატესი. ამიტომ, აუცილებელია ამ კანონების კარგად შესწავლა.

თქვენთან ერთად შევუდგები ეტაპობრივად და მუხლობრივად ყველა კანონზე მსჯელობას."

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (892)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას