logo.png

 

George Tiginashvili

 

"მიტროპოლიტი დანიელი - საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე.

ერისკაცობაში – დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი დაიბადა: 1955 წლის 29 მაისს, ქ. თბილისში.

ეპისკოპოსად კურთხევა: 22. 05. 1992წ.

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 10. 1993წ.

მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.

მეუფე დანიელი, ჯერ ბოდბის (1992 წელი), შემდეგ (იმავე წელს) ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად მღვდელმთავრად დაინიშნა. ასევე, 1995 წელს შეთავსებით დადგინდა ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსად. 2002 წლიდან მცირე ხნით, შეთავსებით იყო მარგველიც. 2010 წლიდან უძღვება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას.

29 წელია, რაც ეს ადამიანი მღვდელმთავარია და ამ ხნის მანძილზე, მას ფეხი არ მოუცვლია დედაქალაქიდან, ქვა-ქვაზე არ დაუდია, როგორც ადმინისტრატორს და მუდმივად, სანაპიროზე მდებარე საქართველოს საპატრიარქოს აპარტამენტებში ცხოვრობს, რაც, სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა, გულგრილობა და კანონიკური ვალდებულებების უხეში დარღვევა, რის გამოც ის მღვდელმთავრის პატივის ჩამორთმევას იმსახურებს!

წარმოგიდგენთ აღნიშნული მღვდელმთავრის მხრიდან ფეხქვეშ გათელილ საეკლესიო კანონებს:

I მსოფლიო კრების კანონები - 8, 15, 16

ანტიოქიის კრების კანონი - 21

IV მსოფლიო კრების კანონები - 5, 10, 12, 20

სარდიკიის კრების კანონები 54, 90

VI მსოფლიო კრების კანონები 17, 18, 20

VII მსოფლიო კრების კანონი -15

საქ.ეკლ. მართვა-გამდეობის დებულება, თავი VII, §13, §20."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (779)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას