"დემოკრატია მნიშვნელოვანი მონაპოვარია ეკლესიური ცხოვრებისთვის, რეალურად მასზეა ქრისტიანული პრინციპები დაშენებული. მოციქულებმა შემთხვევით არ შემოგვთავაზეს არჩევის პრინციპი (როდესაც მატათა გამოარჩიეს). ვფიქრობ, მინიმუმიდან უნდა დავიწყოთ და თუ სურვილი გვაქვს თავისუფალი მომავლის, აუცილებელია სასულიერო სემინარია-აკადემიაში რექტორი იყოს არჩევით და არა დანიშვნით. ყველას ეცოდინება რომ ანგარიშვალდებულია სტუდენტ-ახალგაზრდობის წინაშე და არა კონკრეტული პირის (ან საპატრიარქოს). გაიზრდებიან თავისუფალი აზროვნების მქონე ქრისტიანები, მღვდლები და დაიბადება ჭეშმარიტი დემოკრატია. ეკლესიამ განდევნა თავისუფლება და ყველა მიმართულების დამორჩილება შეძლო ერთი ადამიანის სურვილის სასარგებლოდ, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობა და უკანონობაა! ამ სიმახინჯის გამოსწორებით ხელს შევუწყობთ საბჭოთა აზროვნების სრულად მოშლას!
გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი უჭერთ თუ არა მხარს სემინარია-აკადემიის რექტორის არჩევითობას?"
წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
ნანახია: (691)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას