"მამაჩემი ინჟინერ-მშენებელი იყო და მეტყოდა ხოლმე: "ძველად, პროექტის წარდგინებიდან - დამტკიცებამდე რამოდენიმე ინსტანციას გავდიოდით, სეისმოლოგებთან, გეოლოგებთან, ეკოლოგებთან და მათი დასკვნის შემდეგ ვიწყებდით სამუშაოებსო"!
დღეს რა ხდება? სრული განუკითხაობა, სიხარბე, ეგოიზმი და მომხვეჭელობა ბოგინობს, არაპროფესიონალიზმთან და უპასუხისმგებლობასთან ერთად!
წლები ვიცხოვრე ვაშლიჯვრის დასახლებაში და თითოულ კუთხე-კუნჭულს კარგად ვიცნობ. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი იყო, რომ იქ მიწის მუდმივი ჭრა, ასობით "დამანგრეველი კოდალას" გაუთავებელი ბაგა-ბუგი და ბულდოზერებით თარეში დაუშვებელი იყო და ფატალურ შედეგს გამოიწვევდა!
აი ასე იცის კარტელურმა ბიზნეს-სქემებმა და ელიტურმა კორიფციამ!
ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება და ეკოსისტემა მტაცებელ ბიზნესმენებს როდი ანაღვლებთ!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
ნანახია: (650)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას