logo.png

 

ალექსანდრე პაიკიძე

 

"ვიყავი ქუთაისში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციზე.

გაორებული გრძნობით დავბრუნდი.

1 - პროტესტი სამართლანია, გამომდინარე იმ ხელშეკრულებიდან რომელიც სახელმწიფომ გააფორმა კონტრაქტორთან.

2- ფაქტია, რომ ქუჩაში გასვლის გარეშე ( სამწუხაროდ) ამათ არაფერი ესმით.

ეს ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ.

აგერ, მეგობრებში მყავს ვარლამ გოლეთიანი და მის ზურგს უკან არაფერს ვიძახი, მაგრამ ცოტა აკლდა იმ აქციაზე ვარლამ-ვარლამის სკანდირებას.

პიროვნების გაიდეალებას სადამდეც მივუყვანივართ, მგონი ყველამ კარგად იცის.

დაანებეთ მაგ ბიჭს თავი, გააკეთოს ის რასაც აკეთებს და ნურც ზედმეტ ტვირთს აკიდებთ, ნურც გმირად შერაცხავთ და ნურც პასუხისმგებლობას დაუმატებთ.

როგორც წესი,ზუსტად ეგეთებს და ზუსტად ისინი ვინც აქებდა, ესვრიან ხოლმე მერე ტალახს.

გულწრფელ პროტესტთან ერთად, ბევრი იყო იქ "შემთხვევითი" ხალხი, ძალიან ბევრი!

პ.ს. ეროვნული იდეა, თუ ასეთზე ვსაუბრობთ, ერთ რამეზე უნდა იყოს აგებული და მას ქვია - მუხლჩაუხრელი შრომა და პროფესიონალიზმი.

სხვა დანარჩენი სადღეგრძელოშია სასიამოვნო მოსასმენი."

წერს ალექსანდრე პაიკაძე.

ნანახია: (639)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას