logo.png

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"საპატრიაროს ქმედებები ყოველდღიურად აშორებს ერის უმრავლესობას ეკლესიისგან და კრიტიკულად განაწყობს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეიჯზე გუშინ გამოქვეყნებულ პოსტს გირჩის ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის წევრთა შესახებ, ორჯერ მეტი დაცინვა აქვს (1500-ზე მეტი დაჰავჰავების ემოცია) ვიდრე თანხმობა-მოწონება (იხ. ფაქტის დამადასტურებელი დღევანდელი სქრინები ქვემოთ), საპატრიარქოს საშინელი კრიტიკა და დაცინვა ხდება ასევე იქვე ასობით კომენტარში.

საპატრიარქო, რომელიც არ ეხება და არ სჯის მაქარაშვილის სექტის წევრობას, რომელმა მიმდევრებმა მაქარაშვილი ღმერთად და ქრისტედ გამოაცხადეს და სხვა უამრავ ერესს და მკრეხელობას ავრცელებენ გულუბრყვილო და უცოდინარ ფანატიკოს მართლმადიდებლებში და ათასობით ადამიანს დიდ ცოდვაში აგდებენ, ამას არ აქცევს ყურადღებას, სამაგიეროდ მსჯელობს და სჯის ბუტაფორიული, ფიქტიური "რელიგიური" ორგანიზაციის ფიქტიურ წევრებს, ეს მიანიშნებს, რომ საპატრიარქოს არ აინტერესებს ორთოდოქსიის, ანუ მართლმადიდებლობის დაცვა და ერესების მხილება, არამედ დაკავებულია ხელისუფლებისგან დავალებული პოლუტიკური დაკვეთის შესრულებით, ადამიანთა დაბრკოლების და მასობრივი აღშფოთების ფასად."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

May be an image of ტექსტი, რომელიც შეიცავს 'People who reacted All 2.3K 1.5K 645 97 TGET Mention ds ds Mention ப Mention Mention Mention evar Mention aumen Mention Mention'

May be an image of ტექსტი

ნანახია: (762)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას