"შესაძლოა დღეს მიმდინარე მოვლენებმა გვაფიქრებინოს, რომ ასეთი ღიაობა აზიანებს ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ, ასევე შეგახსენებთ რომ ეკლესიას აზიანებს პოლიტიკოსობა ან პოლიტიკური პარტიისადმი შეხმატკბილებული დამოკიდებულება. ეკლესია როდესაც ირჩევს პარტიულობას (ამ შემთხვევაში მთავრობის მხარეს დადო ფსონი ძალაუფლების გამო საპატრიარქომ) ის აუცილებლად მარცხდება მორალურად. შეიძლება ,,ძალაუფლება” დროებით გაიხანგრძლივოს, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეს რომ იმპერიები იშლებოდა! საპატრიარქოს 40 წელი დასჭირდა ხელოვნური ავტორიტეტი და სახე შეენარჩუნებინა . ხალხს დაავიწყეს ქრისტე და შეაყვარეს ილია II, მის პიროვნებასთან და ოჯახთან გაიგივდა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და სინოდი. ამის დანგრევა შესაძლოა მძიმე და მტკივნეული იყოს, მაგრამ გარწმუნებთ ნამდვილი ქრისტიანობის აღდგენა, პატიოსნებასა და სიყვარულზე დაფუძნებული ეკლესია უსწრაფესად დაიბრუნებს ჯვარცმულის ავტორიტეტს, რაც ილია მეორემ წაართვა საბჭოთა ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე. ის ებრძვის ქრისტეს ავტორიტეტს, მან მთელი ცხოვრება მოანდომა საკუთარი ეკლესია ჩამოეყალიბებინა. ადამიანებმა ნაკლებად იციან იესო, თუმცა კარგად იციან ,,პატრიარქის სიყვარული”. მერწმუნეთ, ქრისტეს სიყვარული გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია და დაცლილი აფერისტული პოლიტიკისგან.მართლმადიდებლობის ამ წნეხისგან განთავისუფლება ერისთვის ერთგვარი შვება იქნება. ეკლესია გახდება დეპოლიტიზირებული. მისი მთავარი ფუნქცია იქნება პატიოსნებაზე დამყარებული ჭეშმარიტება რაც მნიშვნელოვნად საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ყველა დავისვენებთ: ერიც და ბერიც! ეს არის ერთადერთი გზა და ნუ შევშინდებით!"
წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
ნანახია: (641)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას