"ე.წ. მრევლის საყურადღებოდ!
იქნებ ვიკითხოთ წმ. წერილი და არ გავხდეთ უვიცების პროპაგანდის მსხვერპლი და ბრმად ნუ გავყვებით უღირს სასულიერო პირებს.
წაიკითხეთ საქმე მოციქულთა მე-20 თავი, სადაც მოთხრობილია მოციქულმა პავლემ, როგორ შეწყვიტა ქადაგება, როცა ერთ-ერთ მსმენელს ჩაეძინა და გადავარდა, როგორ მივარდა დაშავებულს დასახმარებლად და სხვებიც დაამშვიდა, რომ დაშავებული ცოცხალი იყო.
პავლე მოციქული შეადარეთ ე.წ. მიტროპოლიტ სტეფანეს და დასკვნები თავად გამოიტანეთ, როგორ დაინტერესდა თავის რეზიდენციაში 5 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნილების ბედით! მისი შუაღამისას ზუგდიდის საავადმყოფოში ვიზიტი, ვითომ დაშავებულის მოსანახულებლად და ფოტოების გავრცელება ხომ საერთოდ ამაზზრზენია!
საქმე მოციქულთა.
თავი 20.
"7. და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე.
8. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით.
9. ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი.
10. გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს.
11. აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე და ესრეთ განვიდა.
12. ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ.""
წერს იღუმენია თამარი გამყრელიძე.
პავლე მოციქული.
ნანახია: (1064)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას