logo.png

 

Lela Chkhartishvili

 

"ეს ადრე დამიწერია და ვიმეორებ..

ამ გავაჭრებული და შიშისგან დათრგუნული საზოგადოებისთვის, რომელიც გადარჩენის ინსტრუმენტს ხედავს თვალთმაქცობაში, კონფორმიზმსა და შეგუებაში, უცხოა და დაუჯერებელი ვიღაცის მიერ უანგარო მსხვერპლის გაღება.. და განა რისთვის?! რაღაც ჭეშმარიტებისთვის..ანდერსენის ბიჭუნასავით ვიღაცამ გაბედა (წილად ხვდა, ეთქვა) და თქვა..რაც სხვებმაც

იცოდნენ.... რომ „მეფე შიშველია!“...მაგრამ რამ გააბედინა ამის თქმა?...ათასი კითხვა და ეჭვის ჭია ფუთფუთებს ადამიანის დაცემულ არსებაში....ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?...რა მოტივაცია და ..რისი იმედი აქვს?..ვინ აგულიანებს?...ფული უნდა...პატრიარქობა უნდა?...(გვახსოვს ეს ტექსტები ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაშიაც)...აბა რა უნდა?..რა ამოძრავებს...ვის დაჰკარგვია? მოგზავნილია ვინ არის?..მასისთვის გაუგებარია, რისთვის უნდა დათმო ადამიანმა კომფორტი (სულიერი თუ მატერიალური), თანამდებობა ან ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოება და ასეთი რისკიანი გზა აირჩიო..თუ რამე უკეთესი არ გეჯღანება?...ჭეშმარიტება არა...ტოროლა...აკი პილატემაც იკითხა ისე სხვათაშორის: _ რა არის ჭეშმარიტება?..(ანუ ეგ რაღააო?) იმიტომ რომ მისთვის კარიერა იყო ერთადერთი ჭეშმარიტება, ქვეყნიერების ალფაც და ომეგაც!..ასე მკითხაობდნენ ქრისტეს დროსაც...ვინ ოხერია? რა ჯანდაბა უნდა?...ქირქილებდნენ...ბობოქრობდნენ...ეშმაკთა მთავრადაც მიიჩნიეს..ღვთის მგმობელად და ა. შ. .ხან ვითომ მეფობა უნდოდა..მავანთა აზრით....ანარქისტი ბარაბა გარიგებას სთავაზობდა...ოკუპანტი რომაელების წინააღმდეგ...პოლიტიკურადაც სცადეს იესოს გამოყენება, მაგრამ მისი მეუფება არ იყო ამქვეყნიური..თუმცა ხომ იყვნენ ისეთებიც, ვინც დაიჯერა?...ვინც იცნო?...ცოტანი იყვნენ..თითზე ჩამოსათვლელები...უფრო და უფრო ცოტავდებოდნენ...საქმე ჯვარამდე რომ მივიდა, საერთოდ გაუჩინარდნენ...რატომ ვყვები ახლა ამას?..სახარების უნივერსალიზმის არსი იმაშია, რომ მასში ლაპარაკია არა იმის შესახებ, რაც სადღაც მოხდა. არამედ იმის შესახებაც, რაც ზედროულია და რაც არათუ მოხდა, არამედ ხდება, ყოველთვის, ყოველგან, ყოველდროს“ (გალაკტიონი). ასე ხდებოდა, ასე ხდება...ასე მოხდება...გაკვეთილს კი კაცობრიობა ვერ ისწავლის..(მხოლოდ როცა ურემი გადაბრუნდება, მაშინ)....რა დაგვავიწყებს ...თვით ზვიად გამსახურდიაც კი, რომელიც ერმა ერთ დროს ხელში აყვანილი ატარა, ბოლოს (თავისი ცხოვრების ჯვართან) სულ მარტო აღმოჩნდა...ოდენ ღვთის ანაბარა.."

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (651)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას