logo.png

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"დიდ რჯულისკანონში შესული სარდიკიის წმ. კრების კანონი 1 რომელიც ამხელს იმ ეპისკოპისებს, რომელთაც დაუცხრომელი სურვილები აქვს უკეთესი (გავლენის, შემოსავლის, საპატიოობის ასპექტებით) ეპარქიის ხელთგდების. ზედმოჭრილია მიტროპოლიტების იოანეს და სტეფანეს ქმედებაზე, რომელთაგან პირველმა რუსთავი მიატოვა და უეპისკოპოსოდ დატოვა ქუთაისის უძლიერესი და უმნიშვნელოვანესი კათედრის დაკავებით აღძრულმა, ხოლო მეორემ ცაგერ-ლენტეხის ეპისკოპოსის წოდება ჭყონდიდელობაში გაცვალა, იმის მიუხედავად რომ ხალხს არ სურს მისი მიღება ჭყონდიდში, ცაგერ-ლენტეხსაც არ დადგენია ახალი ეპისკოპოსი და ხალხიც უდიდეს განსაცდელშია იქ ნამახვანჰესის გამო:

"ქალაქ კორდუბის ეპისკოპოსმა ოსიოსმა თქვა: ძირიანად აღმოსაფხვრელია საქმე, რომელიც ბოროტი ჩვეულება კი არ არის, არამედ მავნე და განმხრწნელი მოქმედებაა. არც ერთი ეპისკოპოსი მცირე ქალაქიდან [იგულისხმება ეპარქიის ცენტრი, საეპისკოპოსო კათედრა -ი.ჭ.] სხვა ქალაქში [ანუ სხვა ეპარქიის კათედრაზე-ი.ჭ.] არ უნდა გადავიდეს, რადგან ამ საქმის მიზეზი ცხადია. გასაგებია, თუ რა მიზეზი აიძულებთ ასეთი რამის ჩადენას, რადგან ვერავინ იპოვის ისეთ ეპისკოპოსს, რომელიც დიდი ქალაქიდან მცირეში ინდომებს წასვლას [ანუ უფრო მნიშვნელოვანი ეპარქიიდან შედარებით უმნიშვნელო ეპარქიაში. შედარებისთვის მაგ. ქუთაისიდან გურჯაანში, ან ბათუმიდან ახალქალაქში. სამაგიეროდ პირიქით კი ხდება დიდი მოწადინებით, რასაც ხაზს უსვამს და ამხელს სარდიკიის კრებაზე წმ. ოსიოსი- ი.ჭ.]. აქედან ცხადია, რომ ანგარების ცეცხლით იწვიან ასეთები და ამპარტავნებას ემონებიან, ესწრაფვიან რა უფრო მეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. თუ ყველას ნება იქნება, ასეთი ვერაგობა მთელი სიმკაცრით განვაკანონოთ. მგონია, რომ ასეთები ერისკაცთათვის განკუთვნილი ზიარების ღირსნიც კი არ არიან.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ყველანი ვიწონებთ დადგენილებას.""

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ჯვარი დაპირისპირების საბაბად აქციეს – მეუფე  იოანე

მეუფე სტეფანე: ცოდვა, სინდისი, სინანული და აღსარება - როგორ განთავისუფლდეს  ადამიანი ცოდვის მონობისაგან - კარიბჭე

ნანახია: (786)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას