logo.png

 

ბალდის მონასტრის მრევლი

 

"ერო გამოიღვიძე!

დღეს, შემზარავ ფაქტს შევესწარით!

ე.წ. "მეუფე" სტეფანემ, რომელიც რამდენიმე დღეა მარტვილის საკათედრო ტაძარში განაწესეს, მრევლს უგუნურს გვიწოდებს.

მრევლს, რომელმაც თხოვნით მივმართეთ, რომ შეგვხვედროდა და დაგვლაპარაკებოდა. სხვებთან საუბრობდა, იქ ასასვლელად ჯერ არ ვარ მზადო. რა მზაობაზე ჰქონდა ნეტავ საუბარი? სინოდის სხდომა, რომელიც ერთი საათი მიმდინარეობდა...რატომ გაგრძელდა ამდენხანს დღევანდელი შეკრება? ვითხოვთ ღიაობას! ვითხოვთ, დღის წესრიგში დააყენონ მეუფე პეტრეს საკითხი! დართეთ ნება, რომ დაამტკიცოს თავისი ბრალდება! საჯაროდ! არა, ისე, როგორც დღეს კონცერტები მართეთ! არამედ, საქვეყნოდ! ჩვენც, ერი უნდა ვიყოთ ამ ყველაფრის თვითმხილველნი! გეყოფათ, ჩვენი მოტყუება! გეყოფათ ჩვენი დაცინვა! ეს არ უქადაგია უფალს! უფლის გამყიდველებო! გეშინოდეთ! რას პასუხობთ უფალს?! ერთ დღეს, ყველანი გარდავიცვლებით, უფლის წინაშე წარდგომისას, რა გექნებათ სათქმელი?! დღევანდელი დღე თქვენი სირცხვილია!!! დღევანდელი დღე საპატრიარქოს ილუსტრირებაა!!!

ცრუ მეუფემ,რომელმაც დღეს ახალგაზრდები დაასახიჩრა, გალობა დაიწყო. ეს იყო ფარისევლობა! ეს იყო შემზარავი! ეს იყო სისასტიკე! არც კი დაინტერესდა გადარჩნენ თუ არა! ღმერთმა დაგვიფარა და ეს არ დაუშვა! რომელ ღვთივსათნოებაზე და ქრისტეშემოსილობაზე უნდა გვესაუბროთ? თქვენ რა უნდა მოუწოდოთ ხალხს? როგორ იტყვით, რომ ქრისტიანობა სიყვარულია?!! როგორ დაიჭერთ ხელში სახარებას? როგორ იქადაგებთ ამბიონზე???!!! როგორ?! როდესაც არც კი დაგაინტერესათ, გადარჩნენ თუ არა ახალგაზრდები.როდესაც გვეუბნებით, რომ თქვენს მოძღვარს სასმელ-საჭმელი არ აკლია. გაჩუმდეს, არ ილაპარაკოს და ყველაფერი კარგად იქნებაო!!! სიმართლისთვის ბრძოლას ვერ აგვიკრძალავთ! უფლის სიყვარულს ვერ აგვიკრძალავთ!!!

ის სასულიერო პირები, რომლებიც გარეთ გამოცვივდნენ, რათა დაშავებულებს მიხმარებოდნენ, უკან აღარ შეუშვით სხდომაზე! ეს არის თქვენი სიყვარული, მზრუნველობა და სამართალი?!!!!

როგორ დავიჯეროთ, რომ თქვენ უფალი გიყვართ? როგორ დავიჯეროთ, რომ თქვენ მართლმადიდებელი მეუფე ხართ???!!! მართალს ადიდებთ? არა და არა!!! თქვენ ანაფორას ამოფარებული ურჯულოები ხართ!!! დაგვღალეთ, სულიერად მოგვკალით!!! ვაის გავეყარეთ და ვუის შეეყარეთო, ჩვენზეა ნათქვამი...

ვერასოდეს მივიღებთ, ფულზე გაყიდულებს, კომფორმისტებსა და მატერიალისტებს, რომლებიც ტაძარში მხოლოდ "მუცლის ამოსავსებად" მოდიან. რით ვერ გაძეხით? გეყოთ! გეყოთ! გეყოთ!

ქრისტეს კლავთ! ვერ ხვდებით?!!! ქრისტეს კლავთ თქვენში!!! სწორედ, თქვენნაირებმა აცვეს ჯვარს უფალი! გონს მოეგეთ და სინდისს ნუ მოკლავთ! ხალხი უფლის დაცინვასა და მასხრად აგდებას არ გაპატიებთ! კარგად დაიმახსოვრეთ!!! ჩვენ არ ვტყუვდებით! ჩვენთვის უპირველესი ქრისტე და მისი სამართლიანობაა მნიშვნელოვანი!!!"

წერს ბალდის მონასტრის მრევლი.

ნანახია: (594)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას