logo.png

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ეპისკოპოსობა არაკანონიერია ჭყონდიდში, რადგან სტეფანე ცაგერ-ლენტეხის ეპისკოპოსია დღემდე, რომელიც ცდილობს დაიპყროს სხვა ეპარქია- ჭყონდიდი. ზოგადად, საეკლესიო კანონები კრძალავენ ეპისკოპისის მიერ ეპარქიის შეცვლას, გარდა დიდი საჭიროებისა და გამონაკლისისა. ამასთან ერთად, ჭყონდიდის სამღვდელოებას და მრევლს სურს მიტროპოლიტ პეტრეს ჭყონდიდლობა კვლავ, შესაბამისად ყველა სხვა გაგზავნილი გრიგოლ კაცია, სტეფანე თუ ფრანჩესკო, ვინც არ უნდა იყოს, არის ეპარქიის მიმტაცებელი, რომელთაც სახარება სასყიდლით დადგინებულს უწოდებს, თორემ ანგარება და უკეთესი ეპარქიის მიღების დაუოკებელი წყურვილი რომ არ ჰქონოდეთ, ან სტეფანემ რატომ მიატოვა თავისი სამწყსო ამ გაჭირვებაში (ნამახვანჰესის ამბებში) და ჭყონდიდში გაიქცა, ან იოანე გამრეკელმა რატომ მიატოვა რუსთავის ეპარქია უეპისკოპოსოდ და ქუთაისში გაიქცა, თან რუსთავის გულდაწყვეტილ, დაობლების მომლოდინე მრევლს აჩუმებდა, ხმა არ ამოიღოთ უფლის ნებაა თუ გადავედი აქედანო.

P.S. როდესაც ეპისკოპოსი სამწყსოსაგან თავს იცავს პოლიციით, ის ეპისკოპოსი აღარ არის, ის არის გუბერნატორი!"

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (646)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას