logo.png

 

Hieromonk Andria Saria

 

"ვთანხმდებით იმაზე რომ ყველას გვაქვს ამბიცია მართალ სიტყვაზე (ამაში ცუდი არაფერია), მაგრამ მე გეტყვით როგორ მესმის ეს ყველაფერი: ძალიან ძნელია ყოველთვის ილაპარაკო სიმართლე, თითქმის შეუძლებელია, მაგრამ დგება დრო როდესაც მოვლენებს აფასებ ობიექტურად და არ გსურს სიდამპლეში ჩაიძირო. როდესაც ვაკრიტიკებთ საქართველოს საპატრიარქოს (არა ეკლესიას და სახარებას), ყველა ვიზიარებთ პოზიციას რომ ეს ინსტიტუტი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ქართულ საქმეს არ ემსახურება. დავფიქრდეთ, ვინ დგას ამ ინსტიტუტის სათავეში? ვინ აწერს დოკუმენტებს ხელს? ვინ აკეთებს შეფარულ, ფარისევლურ და უცნაურობებით აღსავსე განცხადებებს? ვინ დააჯილდოვა ეპისკოპოსები, რომლებიც ეკლესიისა და ქვეყნისთვის საშიშ განცხადებებს აკეთებენ? მას პატრიარქი არ ქვია? ყოველი დეტალიდან ჩანს რომ ის კარგად არის ინფორმირებული. ამბობენ: პოლიტიკურ საკითხებში ჩვენ არ ვერევითო, მაგრამ გადავხედოთ: ოცნების აგიტაციასა და პარტიულ პრეზენტაციას რამდენი მღვდელმთავარი დაესწრო? ეს დასწრება რამდენმა ,,ევროპულად” მოაზროვნე ეპისკოპოსმა გააკრიტიკა?! მოვისმინეთ რამე საპირწონედ? გავითვალისწინოთ: მღვდელმთავრები არ არიან პოლიტიკოსები რომ ითამაშონ!!! ჰესთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია მოისმინეთ?! დარწმუნებული იყავით, საქმე სხვაგვარად თუ მოტრიალდა აქციის დასაწყისში ვინც იდგა იქ (მღვდელმთავარს ვგულისხმობ) აუცილებლად იტყვის ,,პატრიარქის კურთხევას ვასრულებდიო”... წლების განმავლობაში ასეთი ორმაგი სტანდარტით და ფარისევლური მიდგომებით მართავდა საპატრიარქო ,,მღვდლებსა” და მრევლს. ესა თუ ის პროექტი თუ ჩაუვარდებოდა მღვდლის გაწირვაც არ ეუხერხულებოდა. იტყოდა: ჩვენს კურთხევას არ ასრულებდაო... თუ გაამართლებდა: ჩვენ დავავალეთო!!!! ხალხმა და მრევლმა წლები ჭამა ეს სიყალბე... კარგით, მე არ მენდოთ და იფიქრეთ რომ ქვეყანას ,,ვანგრევ”, მაგრამ იმაზე დაფიქრდით რასაც საპატრიარქო გიკეთებთ. შეადარეთ მათი მავნებლობა ჩემსას და დაასკვენით რაში მდებთ ბრალს?!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (879)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას