"წინა ხელისუფლების დროს, "რეფორმა" ნიშნავდა ქმედებას, რომელსაც კონკრეტული და ხილული შედეგი მოჰყვებოდა. მაგალითად, ძაღლობა შეიცვალა პატრულით; "ოვირი" შეიცვალა იუსტიციის სახლით; როინ მეტრეველებთან ჩაწყობა შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდებით; ძველი საბაჟო და საგადასახადო, სადაც ქრთამი ჩინოვნიკს ანათებდა, შეიცვალა ელექტრონული დეკლარაციებით, 27(!) გადასახადიდან დარჩა მხოლოდ 6... მაგალითი კიდევ ბევრია, პრაქტიკულად ყველა სფეროში.
ამ ხელისუფლების პირობებში, "რეფორმა" ნიშნავს რაღაც ბუნდოვან, გაუგებარ პროცესს, რომელიც სულ მიმდინარეობს, მაგრამ არასდროს სრულდება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალი და კორუფცია ყვავის, სასამართლო ისევ აუქციონად იქცა, საგარეო ვალი გაორმაგდა, ეკონომიკა კი 12%-ით შემცირდა (ყველაზე დიდი ვარდნა სულმნათი ჯაბა იოსელიანის ხანის შემდეგ), "რეფორმები ხორციელდება"
თუ ვცდები, დაასახელეთ "ოცნების" ერთი რეფორმა, რომელიც წარმატებულად დასრულდა. ან, "რეფორმას" თავი დავანებოთ, უბრალოდ დაასახელეთ ერთი რამ, რაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან - 9 წელიწადში - "ოცნებამ" კარგად, ხარისხიანად და ვინმესთვის სანიმუშოდ თუ არა (როგორც ადრე), ისეთ დონეზე მაინც გააკეთა, რომ მისი წასვლის შემდეგ დარჩეს. ერთი! - ეკონომიკის "სტრუქტურული გაჯანსაღების" გარდა, ცხადია."
წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ნანახია: (1060)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას