"ორიოდე სიტყვა ჩვენს ეპისკოპატზე!
პლატონი ამბობდა: "სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი"! კონფორმისტულად და დადუმებულად განწყობილ სასულიერო პირებში, რომელნიც თავს პროგრესულებად, ინტელექტუალებად, ლიბერალებად თუ საპატრიარქოს არამართლზომიერი პოლიტიკისგან შეძრწუნებულებად წარმოადგენენ მხოლოოდენ პრივატულ და კონფიდენციალურ სივრცეში, ისეთი რა განმაპირობებელი ფაქტორები უნდა არსებობდეს რომ ჩუმად იყვნენ და კვერს უკრავდენ, როგორც მინიმუმ ფე ეს ბე-ს იდეოლოგიურ რეზიდენტურას და კრემლის მეხუთე კოლონას?
როცა ხარ მღვდელმთავარი, ან მღვდელი, იცი სიმართლე, ხედავ ტოტალურ უწესრიგობას, ერესს, ამორალურობას და არ გაქვს ამ ყოველივეზე შინაგანი ამბოხი, ცოდვის მიმართ წინააღმდეგობრივი სულისკვეთება და ჭეშმარიტების დამოწმების აღმსარებლობითი განწყობა, ვინ ხარ შენ საბოლოოდ, თუ არა ფუფუნებაში მოხიბლული მატერიალისტი, მერკანტილისტი, ნიკოლაიტელი და ნეოსადუკეველი "სასულიერო პირი", რომელსაც არავითარი ღირსება არ გაგაჩნია, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად, მარტო ეკიპირებით წარმოადგენ ღვთისმსახურს, სინამდვილეში კი ელიტისტი, სნობი და ბუტაფორია ხარ!
წმ. ნილოს სინელი ამბობდა: "ნუ გიყვარს ფუფუნება; რამეთუ ამქვეყნიურ ცხოვრებას მიგაჯაჭვებს, ხოლო ეს კი ღვთის საწინააღმდეგოდ გყოფს", დიახ ჩვენი სინოდი არის ქრისტესმოძულე ეგოისტების, განუხორციელებელი პიროვნებების, კომპლექსიანი მონების და საკუთარი ცოდვებისა და დაცემულობის გამო დამუნჯებული გავლენის აგენტების მუქთახორა კასტა, რომელსაც ქრისტიანობასთან უკვე აღარაფერი აქვს საერთო!.
P.S. პროდასავლური, პრორუსული თუ ვითომ ნეიტრალური ეპისკოპოსებიც კი ილია მეორის კერპს, როგორც უცდომელ, ლეგენდარულ, ღმერთისმონაცვლე და უცოდველ აბსოლუტს, სწორედ იმგვარი მკრეხელური დამოკიდებულებით ემონებიან. სინამდვილეში კი მათ განა ის უყვართ, ან განა მოყვასი, ან საკუთრივ ღმერთი, არამედ ილია მეორეში უყვართ საკუთარი წილი ძალაუფლება, რომელიც უზნეობაში თანაზიარებით შეინარჩუნეს!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (1041)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას