logo.png

 

Igor Narmania

 

"მოგესალმებით მეგობრებო!

ჩემს გუშინდელ გამოსვლას, ბევრად მეტი დადებითი ემოცია მოჰყვა ვიდრე ნეგატიური, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რო უკუვაგდო უმცირესობის აზრი და არ მინდა ვინმეს კითხვა პასუხგაუცემელი დამრჩეს, რადგან ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აზრი და მინდა რომ ყურადღებით წაიკითხოთ .

1. დიახ, ნიკა მელია გავრილოვის და რუსული რეჟიმის პირადი პატიმარია, ქართულმა ოცნებამ ჩამოიყვანა კომუნისტური პარტიის ლიდერი  და დასვა იქ საიდანაც თავის დროზე გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა, ამის შემდეგ, როცა არ სჭირდებოდათ თაროზე შემოდეს ნიკა მელიასთვის “შეთითხნილი” საქმე , როცა დასჭირდათ მაშინ გამოაგორეს და “კანონის უზენაესობის” სახელით გველაპარაკებიან მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მესვეურები, აქაც ტენდენციურები არიან , იმდენად რომ სამართლებრივ ლაფსუსამდე მივიდნენ და 2 გირაო არ აკმარეს, დაკავების შემდეგ გირაოს ვადა გაახანგრძლივეს , როცა საბოლოოდ მიხვდნენ რომ ქართველი ხალხის ნება , ნიკას და ქვეყნის თავისუფლებაა. თუმცა ამას მანამდეც მიხვდნენ, უბრალოდ ივანიშვილის პირად მონა ირაკლის, 2013 წელში უნდოდა ისევ გადავარდნა და პირადი ბოროტი ეგოს დაკმაყოფილება  (რის შედეგსაც მალე იხილავს).

2. დიახ, ქართული ოცნების ხელისუფლება რუსულია და თუ თქვენ ამას ვერ ამჩნევთ , ან გულუბრყვილოები ან უარეს შემთხვევაში ჩვეულებრივი ორჯონიკიძეები ხართ, დიახ ვიბრძოლებ მათი წასვლისთვის !

3. იყო თითო-ოროლა გამოხმაურება თითქოს ბაბუაჩემის შვილიშვილი ვდგავარ ისტორიის არასწორ მხარეს, მიუხედავად იმისა რომ სულ 10 წლის ვიყავი როცა ბაბუ გარდაიცვალა, საკმაო დროს ვატარებდით საუბარში და დღემდე ჩაბეჭდილი მაქვს მისი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, ამიტომ შეეშვით ბაბუაჩემზე საუბარს ჩემს ზურგს უკან, ხასიათი კი გეხსომებათ მისი ასე კარგად რომ იცნობდით, სახელთან ერთად, მისი ხასიათიც გამომყვა, ბაბუაჩემი 10 წელი რომ გადასახლებაში იყო ოჯახთან ერთად, სამშობლოს გამო, ზუსტად მაშინ შევარდნაძესთან და მის ხელქვეითებთან გქონდათ ხელი მომთბარი ზოგ-ზოგიერთებს, (ყველას არ ეხება ) ნუ გგონიათ რომ არავინ არაფერი იცის .

4. ის რომ ვდგავარ , ჩემი ქვეყნისთვის იქ , სადაც უნდა იდგეს ნებისმიერი საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული დღეს, არ ნიშნავს იმას რომ ვარ წარსულში ვიღაცის შეცდომების , თქვენს ენაზე ვიტყვი  “გამპრავებელი” , ან იმას რომ პიროვნებებისთვის ვიბრძვი, ამიტომ ჩემგან “მტრის ხატის” შექმნას მაგ კუთხით, ნუ ეცდებით , ვიბრძვი სამშობლოსთვის და ასე იქნება მუდამ.

5. თუ მართლა კეთილმოსურნეები ხართ და ჩასაფრებულის პოზიციიდან არ უყურებთ ამ ყველაფერს, გეპატიჟებით სახლში, მოდით და პირდაპირ მესაუბრეთ განვიხილოთ ყველაფერი, იქნებ რას ვფიქრობ, იქნებ როგორ ვუყურებ მომავალს.

6. ზვიადისტებს უწოდებთ თავს ურცხვად და ამ ხელისუფლების მმართველობა მოგწონთ რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს და მწოლიარე პოზიციას გვაიძულებს მათთან ... მაგრამ ეგეც ფარსია, ვინ როგორი “ზვიადისტი “იყავით, სათითაოდ იცის ისტორიამ, წარსულს თავი დავანებოთ და თქვენ რომ ნამდვილები იყოთ, ვერ მოითმენდით ოკუპანტის იქ ჩასმას საიდანაც დიდებული სიტყვები წარმოთქვა 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა.

7. და მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც საუკეთესოს გისურვებთ ყველას, გისურვებთ რომ რეალობას აღიქვამდეთ ობიექტურად და მალე გვეცხოვროს ისეთ ქვეყანაში სადაც პოლარიზაცია ასე ძალიან არ იქნება ფესვებგადგმული, ისეთ ქვეყანაში სადაც ერთმანეთს ირიბად არ ვესაუბრებით და შეგვიძლია პირდაპირ დავსვათ კითხვები საზოგადოების წინ და ვისაუბროთ, ისეთ ქვეყანაში სადაც რუსეთი ვეღარ დაგვიმონებს ბოლოს და ბოლოს

8. არც ამხელა პოსტად ღირს , მაგრამ მართლა გულდასაწყვეტია თუნდაც იმ თითო-ოროლას კომენტარი რომელიც ირიბად მესაუბრება.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე !

ერთადერთი რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, ერთიანობა და დროსა და სივრცეში რეალობის სწორი გააზრებაა.

ისტორიის სწორ მხარეს !"

წერს იგორ ნარმანია.

ნანახია: (1888)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას