logo.png

 

გენადი კალანდია

 

"ვიყავი ოპოზიციის მიტინგზე...

მიტინგის დანიშნულება რაც არის, ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც მინდა შევახსენო მის ზოგიერთ ორგანიზატორს;

30 წელია დავდივარ მიტინგებზე, მაგრამ ასეთი განსაკუთრებით უჩვეულო არ მინახავს.

დღევანდელ მიტინგს თავისი არსი დაკარგული ჰქონდა.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიტინგზე წაიკითხეს, ჯობდა ტელევიზიით წაეკითხათ.

სამოქმედო გეგმის გამოცხადება მიტინგის დასკვნით ნაწილში შეიძლებოდა.

გეგმის წაკითხვის მერე სასწრაფოდ გამოაცხადეს კანცელარიის უკანა ეზოში გადავინაცვლოთო, რომ მთავრობას ჩვენი ხმა კარგად უნდა გავაგონოთო.

კი მაგრამ ქუჩის მიტინგის არსი და აზრი რომ არ გაითვალისწინეთ, რაშია საქმე? ხომ არ შეეცადეთ პირიქით, შეკრებილი მრავალ ათასიანი მუხტის ენერგია დაგეგდოთ?

მიტინგის მსვლელობის დროს მომიტინგეთა გადაადგილება 200 მეტრით უკვე ნიშნავს მიტინგის დაშლას.

პარლამენტის წინ დღეს 20 000 კაცამდე შეიკრიბა. დისლოკაციის შეცვლით,

მთავრობის სახლთან გადანაცვლებით, მინიმუმამდე შემცირდა მომიტინგეთა რაოდენობა.

მთავრობის სახლის წინა ტერიტორია მაქსიმუმ 2000 კაცს იტევს;

საპროტესტო მუხტის ენერგია გზაში დაიკარგა. ვნახეთ, რომ გაუგებრობაში მოყვა მომიტინგეთა დიდი ნაწილი და დარჩა პარლამენტის წინ;

ხოლო კანცელარიასთან 20 ათასის მაგივრად მივიღეთ 2 ათასი;

ორგანიზატორები პირდაპირ ხომ არ ეტყოდნენ ხალხს სახლში წადითო?! ნეტა, ვის აწყობს ხალხის უპრაგონო სიარული წინ და უკან? ეს თაღლითობა ხომ ანადგურებს ხალხის ეროვნულ თვით შეგნებას და უკიდურეს სასოწარკვეთაში, უუნარობის განცდაში და ნიჰილიზმში აგდებს მოსახლეობას....

ეს აწყობს რუსეთს და მოღალატე ოპოზიციას.

დღეს ყველასთვის ნათელია, მოღალატე ბოკერია, მისი ახლო წრე რომელიც ზოგიერთი „ნაცების“ ადიმინისტრაციის მეშვეობით და რუსული ვექტორის დაუფარავი რეაბილიტაციით ანადგურებს ჯამრთელ ოპოზიციას.

ამის ცოცხალი მაგალითია დღევანდელი მიტინგი, სადაც ხალხი ოპოზიციის სახელით გამოიყვანეს და სიტყვა არავის არ მისცეს;

იმიტომ, რომ ერთიანობის ეროვნული მუხტი არ ამაღლებულიყო.

უფრო მეტიც, ისე გაუფრთხილდნენ ივანიშვილს და რუსეთის „ოცნებას“, რომ სიტყვაც არა თუ ხალხს, ნამდვილ ოპოზიციას არ მისცეს სიტყვა.

დღეს, იქ არ ისმოდა ქვეყნის მთავარი უბედურების- ივანიშვილის კრიტიკა და შეუწყნარებლობა!

ასეთი სცენარი სურათი დაგვახვედრეს ფსევდო ოპოზიციის ლიდერებმა- ბურჯანაძე -ბოკერიას ფსევდო და „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთმა ბრიყვა წარმომადგენლებმა.

ისინი მუდმივად აპელირებენ, რომ ასეა საჭირო.

რა არის საჭირო? ბურჯანაძე - ბოკერიას უნდა ველოდოთ დანარჩენი ოპოზიცია?

ჩვენ ევროპული ვექტორის ოპოზიციამ უნდა უყუროთ ამ თაღლითებს და ბიუჯეტის მძარცველებს, რომელმაც დაალპეს და გააცამტვერეს ქვეყნის იმიჯი.

დროა, ხმა ამოიღოს ოპოზიციამ და სრულად ამხილონ ფსევდო -ოპოზიცია, რომელმაც დღეს, საკუთარი სახე ნათლად წარმოაჩინა!"

წერს გენადი კალანდია.

ნანახია: (892)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას