logo.png

 

Hieromonk Andria Saria

 

"საქართელოში ბევრი რამე გაყოფილია. ზოგად სიკეთესა და ბოროტებაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, ქვეყანა ადამიანების ერთობას და სიყვარულს ვერ ეღირსა: გაყოფილია სიყვარული, გაყოფილია აზროვნება, გაყოფილია ტელევიზიები, გაყოფილია ტერიტორიები, გაყოფილია ბიზნესი, გაყოფილია ეკლესია, გაყოფილია უნივერსიტეტები (ნაცებისა და ქოცების), გაყოფილია ელიტა, გაყოფილია გლეხობა, გაყოფილია ოჯახები, გაყოფილია კვების ობიექტიც კი... ეს ყველაფერი ხედვათა კონფლიქტის გამო. არა იმიტომ რომ ვაშენებთ ქვეყანას და წინსვლა გვსურს, პირიქით ამით ვანგრევთ ჩვენს მომავალს. ზვიადის დამხობის შემდეგ ასეთი დაყოფა თვით შევარდნაძის ოპოზიციონერ ეროვნულ მოძრაობასაც არ მოუმოქმედებია. რასაც ივანიშვილის მთავრობა კადრულობს ეს არის ქვეყნის ღალატი. სააკშვილის დროსაც არ მახსოვს მსგავსი დაყოფა, ერთადერთი მტერი ვისკენაც მითითება გვქონდა ეს იყო რუსეთი. რუსეთმა კი იმდენი გააკეთა, რომ მოქალაქების რაღაცა ჯგუფს ნაციონალური მოძრაობა გონიათ ულმობელი მტერი და საბჭოთა მემკვიდრე. დაყოფა დღითი-დღე საგრძნობი ხდება, ადამიანებს ორგანულად გაუჩნდათ ერთმანეთის აუტანლობა. ყველა თავის მიმდევარს იძენს, მაგრამ ამასობაში ვკარგავთ საქართველოს. გამოფხიზლების ჟამი დაგვიდგა, არ არის დრო სახლში დარჩენისა! ღვთის წყალობით მალე ვიზეიმებთ ერთიანობას, ამის ღრმად მწამს!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (1034)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას