logo.png

აუცილებელია ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა რუსეთის ეკლესიასთან

AORE -ს განცხადება

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) საპროტესტო წერილის მიუხედავდ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონის(ალფეევი) მიმართ, კვლავ გრძელდება რუსეთის ეკლესიის უკანონო საქმიანობა საქართველოს სამოციქულო საყდრის კანონიკურ, ოკუპირებულ ცხინვალის ტერიატორიაზე. რუსეთის ეკლესიის, ვლადიკავკაზის და ალანიის ეპარქიის მმართველის, მთავარეპისკოპოსი ლეონიდეს (გორბაჩოვი) მითითებით მღვდელი სერგი კოკოევი წმინდა სამების ეკლესიაში კვლავ აღასრულებს ღვთისმსახურებას, რომელიც ანტიკანონიკურ ხასიათს ატარებს. რუსეთის ეკლესიის მხრიდან ეს არის მორიგი, მცოცავი სულიერი ოკუპაციის მაგალითი, რითიც ის ივერიის უძველეს საყდრას უკიდურესად შეურაცხჰყოფს.

ამას ემატება რუსეთის ეკლესიის მიერვე წაქეზებული მღვდელ ბესარიონ აპლიას ბოლოდროინდელი უკიდურესად საშიში ქმედებები, როდესაც მან ღვთისმსახურების აღსრულებაზე უარი განცხადა, ვიდრე ”აფხაზეთის ეკლესიის” საკითხი არ გადაწყდება რუსეთის პატრიარქის მიერ. საქართველოს ეკლესიის მიმართ საბოტაჟის მცდელობებს ბოლო არ უჩანს. მოსკოვის საპატრიარქოს მიერ შერყვნილი და ფეხქვეშ გათელილია დიდი სჯულის კანონის ელემენტარული მოთხოვნებიც კი. დარღვეულია ქართული ეკლესიის ტერიტრიული და კანონიკური სივრცე, რაც პერსპექტივაში კიდევ უფრო საშინელ სახეს მიიღებს.

მოვუწოდებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს, დაუყოვნებლივ გაწყვიტონ ევქარისტიული (ზიარებითი) კავშირი რუსეთის ეკლესიასთან და ქმედითი ღონისძიებების გატარებით უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შელახული ღირსებისა და პატივის აღდგენა.

ასვე მოვუწოდებთ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქებსაც, რათა მათი ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს რუსული ეკლესიის მტაცებლური საქმიანობის შეჩერება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

 

ნანახია: (1127)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას