logo.png

 

ბექა ჭიჭინაძე

 

"ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიას ყველაზე წარმატებული მოღვაწეების - გიორგი მთაწმინდელისა და დავით აღმაშენებლის წარმატების მიზეზებზე:

გიორგი ჴუცესმონაზონი გიორგი მთაწმინდელის შესახებ:

"წიგნების კითხვას რაც შეეხება, თქმაც არ სჭირდება, საკუთარ შეძლებაზე მეტად დაშვრა, არ ასვენებდა და არ აძინებდა თვალებს... გასართობებს არც კი ეკარებოდა... და მაშინ შეძენილი წიგნების ცოდნა, როგორც საწინდარი მომავალი საქმეებისა მიიღო"

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი დავით აღმაშენებლის შესახებ:

,,წიგნები იმდენად შეიყვარა და შეითვისა, რომ შეიძლება ითქვას მისით ცოცხლობდა და მისით სულდგმულობდა.

ისინი იყვნენ მისი გემრიელი საჭმელები და სასურველი ტკბილი სასმელები, ისინი იყვნენ მისი ლხინი, განცხრომა, სავარჯიშო და სარგებელი დღე და ღამე მიმოსვლაში, ერთმანეთს მიდევნებულ ლაშქრობებსა და განუწყვეტელ შრომაში, ჯორები და აქლემები წიგნებს მოეზიდებოდნენ და სადაც გადმოხდებოდა ცხენიდან წიგნი მიჰქონდათ პირველ რიგში მისთვის და სანამ არ დაიღლებოდა კითხულობდა, ვახშმობის შემდეგ ძილის ნაცვლად ისევ წიგნები მოჰქონდათ მისთვის და კითხულობდა სანამ თვალები არ დაეღლებოდა, მერე კი ყურებს ანაცვლებდა (სხვას აკითხებდა), ზერელედ კი არ კითხულობდა, კითხვებს სვამდა და განმარტავდა მათ მნიშვნელობასა და სიღრმეს. ეს ყველაზე გასაკვირია, ,,უწყით ყოველთა თუ ვითარ სასწრაფო არს

ყოველთა და საქმე ნადირობისა და თუ ვითარ დაიმონებს შედგომილსა

თუისსა და წარტყუენილ ჰყოფს. და ნადირობასა შინა არა რასა სხვასა

გარნა განხილვასა და დევნასა ნადირისასა და თუ ვითარ ჴელთ იგდოს

მიმხედველ ჰყოფს გარნა მისი გულს მოდგინება ამასცა სძლევდა. რ~

თვით ნადირობასა შინა წიგნნი აქუნდიან ჴელთა და რაჟამს ჟამი იყუის მისცნის ვისმე მსახურსა და ესრეთ დევნა უყუის""

წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.

 

გიორგი მთაწმინდელი

გიორგი მთაწმინდელი აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაგასაყარზე

წმ. მეფე დავით აღმაშენებელი

კვირის პალიტრა - ღვთისა და ერის რჩეული – დავით აღმაშენებელი

ნანახია: (901)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას