logo.png

 

Georg Astamadze

 

"რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების 100 წლისთავს საქართველო სამწუხაროდ დე-ფაქტო პრორუსული და მარგინალური ხელისუფლების პირობებში ხვდება. შესაბამისია განწყობაც. არ გაკეთებულა საერთოდ არაფერი ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღსანიშნავად. პარლამენტის და მთავრობის ფეისბუქ გვერდებმა ზუსტად ორ წინადადებიანი სულელური ტექსტები დადეს, სადაც ოკუპაციასთან მეომარი რესპუბლიკა 9 იუნკრის დაღუპვამდეა დაყვანილი. აქ ჩანს ყველაფერი ერთად: 1. უვიცობა. 2. საკითხისადმი აგდებული დამოკიდებულება. 3. მიზანმიმართული დაკნინება. ქართული ოცნება არის თანამედროვე საბჭოთა კავშირი, პუტინის რუსეთის საქართველოს ფილიალი, რომელიც ქართული საზოგადოების ყველაზე მარგინალურ ფენებს - კრიმინალებს, ნეპოტისტებს, რუსეთმეებს, უბრალოდ ჩლუნგებს და ანაფორიან ჩეკისტებს ეყრდნობა. აუცილებლად უნდა დავასრულოთ ჭორვილური რეჟიმი. უკვე გულისამრევია მათი სახეების დანახვაც კი. გაუმარჯოს ნამდვილად ევროპულ საქართველოს"
 

წერს გეორგ ასტამაძე.

ნანახია: (892)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას