logo.png

 

Lasha Bugadze

 

"მავანი მდინარაძე (მინდოდა დამეწერა, ივანიშვილის კიდევ ერთი პოლიტიკური სახედარი-თქო, მაგრამ ეს იმ ბეჩავს უფრო უხდება, მეორეჯერ რომ ათამაშებენ პრემიერ-მინისტრის როლს) ახლა ისევ ცდილობდა ხალხისთვის ტვინის გამორეცხვას 20 ივნისისა და ველური ტრამპისტების კაპიტოლიუმში შეჭრის ყალბი ანალოგიით. პროპაგანდისტებო და "ქოცები" (ვიფიქრე, ბარემ იდიოტებოს დავწერ-მეთქი, მაგრამ ეს ორი სიტყვა - ქოცი და იდიოტი - უკვე სინონიმებია): 20 ივნისს პარლამენტში არავინ შეჭრილა, კაპიტოლიუმში კი შეიჭრნენ და დაარბიეს... 20 ივნისს კანონი დაარღვია ხელისუფლებამ, როცა საქართველოს ოკუპაციის და ჩვენი მოქალაქეების გამტაცებლებისა და მწამებლების მხარდამჭერი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ამიტომ დამნაშავე ხელისუფლებაა და არა დემონსტრანტი (ოპოზიციური პარტიის ლიდერი), ვინც ახლა უსამართლოდ ზის ციხეში (რომ არაფერი ვთქვათ იმ დანაშაულზე, რასაც რეზინის ტყვიების სროლა და დემონსტრანტებისთვის თვალების დათხრა მოყვა), მაგრამ თუკი მაინც და მაინც ანალოგია გნებავთ, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ალქაიდას ან თალიბანის "დელეგატი" რომ წამოჭიმულიყო სენატის სპიკერის სავარძელში... ჯერ ვინ მიუშვებდა აქამდე, მაგრამ ჰიპოთეტური უტოპიის დონეზეც რომ დავუშვათ, ხომ გასაგებია, რა რექციას გამოიწვევდა ეს ხალხში?! ან - ფილიპ როთის რომანის ასოციაციით - რუზველტის პრეზიდენტობისას რომელიმე ნაცისტი რომ გამოჯგიმულიყო კონგრესში? გავრილოვი კი - ანუ ის, ვინც ქმედითი მტრის ფიზიკური და სიმბოლური გამოხატულებაა - საქართველოსთვის სწორედ "ალქაიდა" და "თალიბანია", მაგრამ ესეც მესმის, რომ შესაძლოა თქვენ, ისტორიულო იდიოტებო, სულაც არ ფიქრობდეთ ასე, გავრილოვებს მტრად არც მიიჩნევდეთ და 25 თებერვალიც სინამდვილეში არა ტრაგედიის, არამედ გასაბჭოების ზეიმი იყოს თქვენთვის, პარადის დღე, რომელზეც ალბათ დიდი სიამოვნებით და წითელი დროშის ფრიალით დადიოდა რომელიმე კრებითი რიმა ბერაძე - მრავლად რომ გიზით ახლა "ხალხის მიერ არჩეულ" პარლამენტში..."

წერს ლაშა ბუღაძე.

ნანახია: (698)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას