logo.png

 

Zviad Tsabadze

 

  "ჩვენ, საზოგადოება უნდა მივეჩვიოთ, რომ ისეთი საკითხების მოგვარება საპატრიარქოს არ ვთხოვოთ, რაც მათი მოვალეობა არ არის და არც ამის ძალა შესწევთ.

მსგავსი ხასიათის გამიჯვნა სახელმწიფოსთვისაც და ეკლესიისთვისაც კარგია - პირველი დამოუკიდებლობას ეჩვევა, ხოლო მეორე - მხოლოდ თავის ფარგლებში მოქმედებას.

გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს მორალური უფლება ილაპარაკოს სამართლიანობაზე და კანონის უზენაესობაზე, როცა მის წიაღში დიდი ხანია აღარც ერთი მოქმედებს და აღარც მეორე. ამის ცხადი მაგალითები უხვად გვაქვს ციანიდის და კარტოგრაფების საქმის და უსამართლოდ და უკანონდ დასჯილი სასულიერო პირების სახით.

ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლო ათწლეულების მანძილზე რეალურად არასდროს უთმაშია ერის გამაერთიანებლის როლი, პირუკუ, ნეიტრალური მოთამაშის მანტიაში გახვეული ყოველთვის ამასოფლის ძლიერთა და უსამართლოთა გვერდით იყო.

ასე, რომ მივცეთ კეისარს კეისრისა და ღვთისა - ღმერთს.

პ.ს. რაც შეეხება კონკრეტულ იერარქთა კერძო სამოქალაქო პოზიციას და შეშფოთებას მიმდინარე პროცესების გამო, ეს დასაფასებელია და ვისურვებდი ბევრი ასეთი პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა, აქვე შევახსენებდი მათ, რომ ისინი უფრო მეტად არიან ვალდებულნი ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემები (მაგ. რუსული გავლენა ეკლესიაში) გადაჭრან, რაც ქვეყნისთვისაც დიდი ხსნა იქნება."

წერს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

ნანახია: (625)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას