logo.png

 

Gedi Georgia

 

,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი" უამრავი ემიგრანტის სახელით გამოსთქვამს აღშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მხარდაჭერას უცხადებს გაერთიანებულ ოპოზიციას და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიას. ყველა დაკავებულ პოლიტიკოსსა თუ სამოქალაქო აქტივისტს.

ჰმობს საქართველოს მთავრობის პირდაპირ და უხეშ ძალადობას საკუთარი მოქალაქეების წინაშე; დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფასა და დიქტატურის შენიღბვის მცდელობას კანონიერი ჩარჩოებით.

ჩვენ,როგორც უცხოეთის უბნებზე არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაცია,ვაცხადებთ,რომ საქართველოში არჩევნები არის უხეშად გაყალბებული,რასაც მოწმობს, თუნდაც,ის ფაქტი,რომ უცხოეთის უბნებზე და საქართველოში ჩატარებული არჩევნები,აბსოლუტურად სხვადასხვა შედეგების შემცველია დასჯვნა კი ერთი - უცხოეთის უბნებზე ვერ გააყალბეს და რადიკალურად განსხვავებული შედეგიც სახეზეა!

ამიტომ,ჩვენ, ვუერთდებით სახალხო პროტესტს,უცხოელი დიპლომატებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების განწყობას და უამრავი ემიგრანტის სახელით, მოვითხოვთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

მივითხოვთ,რომ ემიგრაციას ელექტრონულ რეჟიმში მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

მივითხოვთ,დაუყოუნებლივ გათავისუფლდეს ნიკა მელია და ყველა პოლიტპატიმარი.

მიეცეს საქართველოში ჩამოსვლის და ხელშეუხებლობის გარანტია ყველა პოლიტიკურ დევნილს,რომლებიც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან და უპირველესად კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

პროტესტი ჩვენგანაც იქნება შეუქცევადი და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან შესაბამისი,რასაც განახორციელებს გაერთიანებული ოპოზიცია და ქართველი ხალხი!

ნანახია: (839)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას