"მრავალი პოსტი შემხვდა იმაზე, თუ რატომ დუმს ,,პატრიარქი" და საპატრიარქო მიმდინარე მოვლენების ფონზე.
რატომღაც გვავიწყდება, ვისზე ვლაპარაკობთ. რუსის მონა და მისი ინტერესების ყველაზე მეტად გამტარი საქართველოში სწორედ ილია მეორეა. რატომ გაქვთ იმედი, რომ ის რუსის წინააღმდეგ წავა ოდესმე? ნუთუ, მისგან მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯის შემდეგ, მაინც გაქვთ მოლოდინი, რომ ის რაიმეს იტყვის და მითუმეტეს, საქართველოს საკეთილდღეოდ?
ის დააკვირდება რამდენიმე დღით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ გამარჯვებულის მხარეს დაიჭერს.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 9 აპრილის ,,გმირისგან" მაინც არ უნდა გქონდეთ თანადგომისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მოლოდინი."
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.
ნანახია: (750)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას