logo.png

 

ბესიკ ნარმანია

 

"ისტორიული გადმოსახედიდან და პირადი გამოცდილებიდან (როგორც რუსული სპეცსამსახურების დევნის ობიექტი, მე და ჩემი ოჯახი 90-იან წლებში).

ჩემო ძვირფასო ხალხო, გეუბნებით რომ ეს არის რუსული რეჟიმის დამყარება ამ ქვეყანაში, როგორც არ უნდა არ მოგწონდეთ ვინმე, დღეს უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა, სანამ სისტემა ყველას მოგვადგება და საბოლოოდ წაგვართმევს სამშობლოს უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის “წმინდა” რუსული დიქტატურის დამყარება ამ ქვეყანაში, რეალობას გავუსწოროთ თვალი .

სიმბოლურია, რომ საბჭოთა წითელი არმიის შემოჭრიდან 100 წლის თავზე, უნდა შევძლოთ ის, რაც ვერ შეძლებს მაშინ ჩვენმა წინაპრებმა, არ დავთმოთ ქვეყანა, კარგად გაიაზრეთ ეს მზარდი პრობლემა, აქ საქმე ნიკა მელიაში და პიროვნებებში არ არის .

ის, რაც იწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას და ზრდის პოლარიზაციას ისედაც დაქანცულ საზოგადოებაში, არის დანაშაული, ყველაფერი უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და პატივი ვცეთ ერთმანეთის პოზიციებს!

ღმერთმა დალოცოს საქართველო !"

წერს ბესიკ ნარმანია.

ნანახია: (651)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას