logo.png

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"სანამ საქართველოს საპატრიარქო ჩემს დასჯას და ჩაჩუმებას ცდილობს და ეროვნულ-საეკლესიო პრობლემებზე დუმს, ნახეთ რა ხდება აფხაზეთის ეპარქიაში, სადაც ილია მეორის და განსვენებული მიტროპოლიტის დავით ჭკადუას მიერ სასულიერო ხარისხებში ნაკურთხი კრიმინალი ბესარიონ აპლია (ყოფილი ფილია) რას აკეთებს:

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭოს ხელმძღვანელის, მღვდელ ბესარიონ აპლიას გადაწყვეტილებით, არაღიარებული "აფხაზეთის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებში ღვთისმსახურება შეჩერებულია, სანამ არ გაირკვევა საეკლესიო ვითარება. ტაძრები ღიაა მორწმუნეთათვის, თუმცა იქ არავითარი მსახურება არ აღესრულება.

"იმედს გამოვთქვამთ, რომ მოსკოვის საპატრიარქო გადაჭრის ჩვენს საეკლესიო სტატუსს, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ და არც ვყოფილვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი. 100 წლის წინ პატრიარქმა ტიხონმა არ აღიარა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთზე და ოსეთზე. ეს ღიად თქვა და აფხაზეთი გამოიყვანა საქართველოს საეგზარქოსოდან.

II მსოფლიო ომის დროს აფხაზეთი ყოველგვარი კრების, კანონიკური სამართლის დარღვევით აღმოჩნდა საქართველოს შემადგენლობაში. რუსეთის სწორად მოიქცა, როდესაც აფხაზეთის სახელმწიფობრიობა აღიარა. დარწმუნებული ვარ საეკლესიო საკითხიც ასე გადაწყდება.

30 წელია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. საქართველოს ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ერთხელ შევხვდი და ვუთხარი: ან გამიშვით, ან ამიკრძალეთ მსახურება. ამის შემდეგ არ მიმიმართავს და არც მივმართავ, იმიტომ რომ ეს იქნება მათი ძალაუფლების აღიარება ჩვენზე!

სასულიერო პირებმა, რომლებიც ჩვენ გავუშვით თავიანთ ეპარქიებში (იგულისხმება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები - ავტ.), დააყენონ საკითხი მმართველ მღვდელმთავრებთან, ხოლო მათ პატრიარქ კირილესთან: რა იქნება მომავალში? 30 წელია ასეთ მდგომარეობაში ვართ. უბრალოდ შეუძლებელია ასე ყოფნა, ეს არასწორია..." - აცხადებს მღვდელი ბესარიონ აპლია."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (657)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას