logo.png

 

ბალდის მონასტრის მრევლი

 

ამ შემთხვევაში უთქმელობა - დანაშაულია!

"ვუსმენთ თქვენს გამოსვლას და გვრცხვენია, უფლისმიერი სიყვარულით გვებრალებით! როგორ გიწოდოთ მეუფე! როგორი რთული და უხერხულია თქვენთან შეხვედრის მერე, მეუფის სახელით მოგიხსენიოთ...იმაზე აღარ ვისაუბრებთ, რომ მეუფე ვალდებულია მრევლთან მივიდეს, იმ განსაცდელის ჟამს, როგორც ეს ჩვენ გვქონდა. რამდენჯერ გთხოვეთ, (აღარ გავაგრძელებ)! არც ერთხელ არ მოისურვეთ შეგვხვედროდით! ურცხვად ტყუილიც კი იკადრეთ, ვიყავი ამოსულიო!

შეგახსენებთ იოანეს სახარების მეათე თავს, სადაც ნათლად წერია: " მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს დებს ცხვრებისთვის. ხოლო დაქირავებული და ვინც არ არის მწყემსი, ვისიც არ არიან ცხვრები, როცა ხედავს მგელს, მომავალს, ტოვებს ცხვრებს და გარბის, და მგელი იტაცებს მათ და ფანტავს. რადგან დაქირავებულნი არ ზრუნავს ცხვრებისთვის." თქვენ როგორ მოგვექეცით, "მეუფეო"...? ემსგავსებოდით თუ არა მწყემსს კეთილს?!

ერთნაირად გვიკვირს, თუ როგორ შეძელით, "მეუფისთვის" შეუფერებელი, უკადრებელი და სამარცხვინო დამოკიდებულებით გესაუბრათ ჩვენთან!

თქვენგან არცერთი ღირსეული პასუხი არ მიგვიღია! დაცინვით, ირონიით, აბუჩად საუბარი კი კარგად გამოგდით. ამას ვერ დაგიკარგავთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არაკომპენტენტური პირი ხართ სასულიერო და სამრევლო დასისთვის! თუ რომელიმე სიტყვა გულში ისრად მოგხვდებათ, გაიხსენეთ "სიმართლე მწარე წამალია, არ გესიამოვნებათ, მაგრამ მოგარჩენთ". იმედს ვიტოვებთ, იქნებ თქვენც განიკურნოთ... ეს "გულისტკივილი" არაფერია, იმასთან შედარებით, რაც თქვენმა პასუხებმა გამოიწვია, ჩვენ მიერ, კეთილი განწყობით დასმულ შეკითხვებზე! იქნებ, ოდესმე დაფიქრდეთ, თუ როგორ გვატკინეთ გული თქვენი უღირსი პასუხებით! გულანთებულობით, რიდითა და კრძალვით მოსულთ, სიძულვილისა და ირონიის ენით გვესაუბრეთ! დრო ყველას ყველაფერს დაანახვებს! ჩვენი მოვალეობაა გამხილოთ! დიდი ხანია მორჩილებით ვდუმვართ! მაგრამ იცოდეთ, რომ "ბინძურ სიმშვიდეს, წმინდა ბრძოლა" გვირჩევნია! ბრძოლა უფლის სიტყვის დასაცავად და სამართლიანობის მოსაპოვებლად, რომელიც თქვენნაირებმა გააქრეს! არც ეცადოთ რამის გადაფარვა, მალე ფაქტებით დაგიწყებთ საუბარს, საჯაროდ! თქვენი მზაკვრობა და ფარისევლობა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უკვე!!!"

წერს ბალდის მონასტრის მრევლი.

https://www.facebook.com/100040092019816/videos/442637927082604/

 

ნანახია: (1364)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას