logo.png

 

George Tiginashvili

 

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (ერისკაცობაში – კონსტანტინე უსუფის ძე იაკობიშვილი)

დაიბადა: 1962 წლის 1 მარტს, ქ. თბილისში.

ბერად აღკვეცა: 15. 03. 2003

დიაკვნად კურთხევა: 04. 12. 2003

მღვდლად კურთხევა: 22. 02. 2004

ეპისკოპოსად კურთხევა: 09. 05. 2010

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 09.06.2019

ცოტა ხნის წინ, სკანდალური და ოდიოზური რეპუტაციის მქონე მეუფე იაკობმა განაცხადა შემდეგი: ”ომი რომ იყო ყველა ომში ნამყოფი ვარ. საქართველოში რამე თუ მომხდარა ყველგან ვიყავი, უკანა ხაზებზე არ ვყოფლვარ, რა! ამიტომ, ვიღაცის ჭკუის დასარიგებელი არა ვარ, ვინც არ უნდა იყოს"!

მოგეხსენებათ, რომ საეკლესიო კანონიკური სამართლის მიხედვით, მღვდლად (ეპისკოპოსად) კურთხევისათვის დაუშვებელია ომში მონაწილე პირის ხელდასხმა, კერძოდ:

გრიგოლ ნოსელის - 4;

ბასილი დიდის - 8, 55 კანონები.

ასევე, 2020 წლის ნოემბერში, სატელევიზიო ეთერებით იგი აცხადებდა, რომ იმავე წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე ხელით შეეხო და ფიზიკურად გაუსწორდა მიტროპოლიტ პეტრეს, რაც კანონიკური თვალსაზრისით აგრეთვე ექვემდებარება სასჯელს, კერძოდ:

მოციქულთა 27, 55, 66 - კანონები.

როგორც ცნობილია, მეუფე იაკობი გამოირჩევა მემთვრალეობით, არაეთიკური ქმედებებით, მიზანთროპიით, მუდმივი მუქარითა და საჯარო ბილწსიტყვაობით, რაც აგრეთვე დასჯადი ქმედებაა, კერძოდ:

მოციქულთა 42;

VII მსოფ. კრების 22.

ლაოდიკიის 55.

ამასთან, საგულისხმოა, რომ მთავარეპისკოპოსი იაკობი მუდმივად არღვევს ადგილობრივი მართვა-გაგეობის დებულების არაერთ კანონს, განსაკუთრებით:

თავი VII. §4 - 2,3; §13 - 1,2,7,10,11 კანონები.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, აუცილებელია მღვდელმთავრობიდან მისი განკვეთა!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (867)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას