logo.png

 

Lasha Jikhvashvili

"ნუთუ კითხვა საერთოდ არ გაგჩენიათ და საკუთარი თავისთვის არ დაგისვამთ თუ რა გარემოებამ გადააწყვეტინა და შემდგომ გააბედინა მეუფე პეტრეს ასეთი უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა?

მღვდელმთავარი, რომელსაც ამსოფლიური, ყოფითი გაგებით აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა, მატერიალურად სრულიად უზრუნველყოფილი იყო, პატივი და დიდება მას არ აკლდა, რასაც მოისურვებდა აბსოლუტურად ყველანაირ ხორციელ სიმდიდრეს შეიძენდა, სხვებს თუ ჰყავთ მილიონიანი ავტოპარკი და აქვთ მილიონ ნახევრიანი პენტჰაუსები, დამიჯერეთ არც მეუფე პეტრეს გაუჭირდებოდა მსგავსი კაპიტალის დაგროვება.

თუ ამ მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭა იყო მისი უმთავრესი მიზანი, მაშინ რატომ გადადგა მან ეს მისთვის საბედისწერო ნაბიჯი კითხვა არ გებადებათ?

საკუთარი თავი რისკის ქვეშ რატომ დააყენა?

აუტკივარი თავი რატომ აიტკივა? ქვეყნის საგინებლად და შეურაცხყოფის ობიექტად რატომ გაიხადა თავი?

ისევ არ გებადებათ კითხვა?

კითხვას გისვამთ, რატომ აირჩია მან ეს მისთვის მძიმე გზა?

თქვენ მიპასუხებთ, რომ ალბათ ის ავადმყოფია, რადგან მას არაფერი არ აკლდა და მაინც ეს გზა აირჩია.

მე კი გიპასუხებთ, რომ არა ავადმყოფი ნამდვილად არ არის, ის სრულიად საღ გონებაზე მყოფია და სიტუაციის სწორად განსჯის უნარიც აქვს.

მაშინ ისევ იგივე კითხვას დავუბრუნდები, რა იყო ის ერთადერთი და უმთავრესი მიზანი რამაც მას ამ რისკზე წასვლისაკენ უბიძგა და რა გახდა მთავარი მოტივატორი რისთვისაც მან უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოიჭრა.

გეკითხებით, რა?"

წერს ლაშა ჯიხვაშვილი.

ნანახია: (568)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას