logo.png

 

Tengo Gogotishvili

 

"სამი-ოთხი კაცია ეკლესიაში, ვისაც პირადად ვიცნობ და მგონია, რომ ზუსტად იქ არიან და იმას აკეთებენ, რაც უნდა აკეთონ. მღვდელმა რა უნდა აკეთოს? უნდა უყვარდეს და უნდა ფიქრობდეს. მამა ილია ჭიღლაძე ზუსტად ასეთია.

ქართული მართლმადიდებლობა მხოლოდ იმით არაა ქართული იდენტობის ნაწილი, რომ ძველია. ქართული მართლმადიდებლობა გონიერი და გულიანი ადამიანების მოტანილია დღემდე.

არა, ბოდიში, დღემდე არა - რუსის ეგზარქოსებამდე. მას შემდეგ ორი საუკუნეა, პოლიტიკური რეჟიმები საქართველოში ებრძვიან გონიერ და გულიან ქართველ ღვთისმსახურებს.

საქართველოში, სანამ საეგზარქოსო მმართველობის სტილი და არსი დარჩება, დარჩება რუსული მმართველობაც.

მღვდლებს განკვეთენ, ეპისკოპოსებს დაიჭერენ და გადაასახლებენ, პატრიარქებს მოწამლავენ...

სასულიერო პირები, რომელთათვისაც ქრისტე არის გზა არა მარადიულისკენ, არამედ "ლენდ-კრუიზერისკენ", "აიფონ 12-"ისკენ , 20 ჰექტარ ტყისკენ და მილიონიანი დუპლექსებისკენ თბილისის ცენტრალურ უბნებში. მონაზვნებისგან გაჩენილ ბავშვებსა და სხვა უბედურებებს აღარც ვახსენებ - თავად ლაპარაკობენ ამეებს.

კირილეს, ილარიონსა და ვლადიმეროვიჩს მეტი რა უნდათ? ჯერ კიდევ ვორონცოვისგან იციან - ასეთები ჯინჯილებსა და ფულზე დედასაც გაყიდიან, სამშობლოსა და რწმენას კი არა.

ჯაღმაიძის სინდისიერება უნდა გქონდეს და სპირიდონის ინტელექტი, ამ საეგზარქოსოში რომ ეკლესია დაინახო.

რად გინდათ მღვდელი, რომელსაც პირის გაღებისა ეშინია? ფიქრის ეშინია, წიგნის კითხვის, შენდობის?

ეგ გასწავლათ ქრისტემ?"

წერს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი.

ნანახია: (662)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას