logo.png

 

Tamaz Lomidze

 

მხარდაჭერას ვუცხადებ მამა ილიას

 

" შეუძლებელია ვერ დაინახოს კაცმა, რომ მისი აქტიურობა, სტატიები თუ მიმართვები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეკლესიის და ქვეყნის უანგარო სიყვარულით და არსებულ მძიმე პრობლემებზე გულწრფელი გულისტკივილითაა განმსჭვალული. შეუძლებელია მამა ილიას სხვა რამ ამოძრავებდეს, გარდა მდგომარეობის გაჯანსაღებისა და ყველასთვის სასიკეთო ცვლილებებისა. ასეთ სასულიერო პირებს ეკლესია კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა უსმენდეს, მათ აზრს ითვალისწინებდეს და აწინაურებდეს. ვთხოვ და მოვუწოდებ წმინდა სინოდს, გულწრფელად მოუსმინონ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და არა სასჯელის ენით ესაუბრონ, არამედ რეალურად გაითვალისწინონ ის, რაც მამა ილიას და ათასობით წესიერ მორწმუნე ადამიანსაც ნამდვილად აწუხებს დღევანდელ საეკლესიო ცხოვრებაში. ჩემი მხურვალე მხარდაჭერა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს."

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (734)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას