logo.png

Ilia Jgharkava

"წლების წინ, როცა სასულიერო პირებს ვაკრიტიკებდი (მხოლოდ და მხოლოდ არასწორი ქადაგებების გამო), მთავარი, რასაც ოპონენტები მეუბნებოდნენ, იყო ეს: „შენ უფრო იცი თუ მამაომ?“

დღეს სასულიერო პირები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამხელენ, მრევლი დაბნეულია, ზემოთ მოყვანილ ფრაზასაც აღარავინ იყენებს.

მე შემიძლია ვთქვა, რომ მამა ილიას საკმაოდ ახლოს ვიცნობ. მას მართლა უყვარს ქრისტე და ცდილობს მისი მცნებების მიხედვით იცხოვროს. რამდენად გამოსდის, ეს ჩვენ უნდა შევაფასოთ, თუმცა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის არის გულწრფელი ქრისტიანი.

ძნელია გაარჩიო ვინ არის მართალი, მაგრამ ფაქტია, უკვე ისეთი პროცესები დაიძრა, ვეღარავინ შეაჩერებს.

ჩვენი ვალია ვიყოთ სიმართლის მხარეს, სიმართლეს კი სატელევიზიო გადაცემებიდან ვერ გავიგებთ. ამისათვის საჭიროა საეკლესიო კრება და საეკლესიო სასამართლო!

და თუ შენ ფიქრობ, რომ მამა ილია რაიმე არასწორს წერს (შესაძლოა ასეც არის), მე გიბრუნებ შეკითხვას:

#შენუფროიცითუმამაომ? "

წერს ილია ჯღარკავა.

ნანახია: (618)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას