"ვისაც რომ ეჭვები გამოძრავებთ ამ ადამიანთან დაკავშირებით..ერთი კითხვა მაქვს: რამ უნდა გაიძულოს ადამიანი, რომელსაც არ გაკლია მიტროპოლიტის პატივი, ამქვეყნიური წარმატება, თანამდებოდა, პრივილეგიები...რომ დათმო ეს ყველაფერი იმ სახიფათო სიმართლისთვის და თავი გადასდო..რის ფასად უნდა გააკეთო ეს?..წახვიდე ასეთ რისკზე....როცა ისედაც არაფერი გაკლია..ამქვეყნიური დაწინაურების თვალსაზრისით...ან და კიდევ ვინ უნდა გაიძულოს.. თუნდაც დაგავერბოვკოს, როცა აბსოლუტურად შეუბღალავი რეპუტაცია გაქვს...ვერავინ ვერაფერს წამოგაძახებს.. ძალიანაც რომ მოინდომოს...ანდა კიდევ რა გსჯის, რომ ვიღაც ლოთი ავაზაკის და მისნაირების კბილების საღრჭენად გაიხადო თავი.. გაწირო ყველაფერი...რაც გაგაჩნია.. ყველაზე ძვირფასი, ახლობლების, განსაკუთრების დედის ჯანმრთელობაც, ნერვები ნებსით თუ უნებლიედ საფრთხის ქვეშ დააყენო..მით უმეტეს, რას ნიშნავს განსაკუთრებით უშვილო ადამიანისთვის დედა......ბევრმა ეს არ იცის...დედა რომ ახსენა, თვალები აემღვრა...თუ ადამიანი ვერ ხედავს, ღმერთმა ხომ იცის, ეს რას ნიშნავს... მეუფეს ქვების არ ეშინია...მას ამქვეყნიური შიში ვერ დათრგუნავს...მაგრამ სანამ ქვებს მოვიმარჯვებდეთ, დავფიქრდეთ, რამ გადაადგმევინა ამ ადამიანს ეს ნაბიჯი?.რატომ გაწირა თავი „რისკიანი მარტო დგომისთვის“....მე კი ისევ ძველ კითხვას ვუბრუნდები: სად არის ქრისტე?...კრამსკოიმ რომ დახატა „ქრისტე უდაბნოში“...მერე თქვეს, რომ ეგ ყველაზე საუკეთესო ქრისტეაო...რადგან იქ არ არის გამარჯვებული ქრისტე, არამედ ადამიანური, ძალიან ადამიანური სევდით სავსე...უმადურობა, ვერცნობა, ადამიანთა უგუნურება რომ ქმნის, ისეთი სევდით სავსე...ასეთი სევდა, თუმცა არა დათრგუნულობა და არა დამარცხებულობა დავინახე გიშინ ამ დევნილი მიტროპოლიტის ამღვრეულ თვალებში, დედა რომ ახსენა, იმ წუთებში..."
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (902)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას