"საქართველოს საპატრიარქო იქცა შუასაუკუნეობრივი ჯალათებისა და ინკვიზიტორების ორგანოდ, რომელიც მხოლოდ დასჯაზე, განყენებაზე, განკვეთასა და აკრძალვებზეა გადასული!
მეცამეტე საუკუნის დომინიკანელთაგან (თარგმანში: "ღმერთის ქოფაკები") ისესხეს იდეოლოგიზებული სისასტიკე და მზად არიან ჩაახშონ თავის წიაღში არსებული განსხვავებული აზრი და პირდაპირ გაანადგურონ კონიუქტურის მიმართ ურჩი ადამიანები.
ეს სხვა არაფერია თუ არა დემონური სიჯიუტე და სიშლეგე! დიახ, სატანიზმი თავისი არსით არის ჭეშმარიტების პაროდირება და სწორედ ამ როლშია დღეს ე.წ. წმ. სინოდი და მისი თავმჯდომარე!
ერთი სული აქვთ კრიტიკა შეწყდეს, რათა დაგროვილი კაპიტალი, ჰედონისტური თავაშვებულობა და პრივილეგიები შერჩეთ, მაგრამ ვერ გრძნობენ მარტივ რეალობას: თანამედროვეობაში, მსგავს პოლიტიკას ფატალური უკუჩვენება აქვს და შიდაორგანულ ეროზიას იწვევს, რაც უკვე გარდაუვალია!
სახეზეა სრული კოლაფსი და დაცემა რუსული, "ძერჟავნიკული" ეკლესიის ფილიალის - საქართველოს საპატრიარქოსი! რაც დათესეს - იმას იმკიან! ჯერ სადაა?!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (985)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას