"ცურტაველი (ტიტულარული) "მიტროპოლიტი" ვახტანგი - ერისკაცობაში – შამილ/ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი.
ეპისკოპოსად ეკურთხა - 02. 08. 1982 წელს და რამდენიმე წელში, არც მეტი - არც ნაკლები, ეპისკოპოსობაშივე ცოლი შეირთო და ორი შვილი შეეძინა! მან ფეხქვეშ გათელა და დაარღვია არაერთი კანონი და შესაბამისად უპირობოდ განსაკვეთია მღვდელმთავრობიდან საეკლესიო კანონიკის მიხედვით, კერძოდ:
მოციქულთა -25
ბასილი დიდის -19,32
კართაგენის კრების -27
I მსოფლიო კრების -9
VI მსოფლიო კრების -3,4,6,12,13,48
ნეოკესარიის კრების -1
თეოფილე ალ. მოსახს. -8
ანკვირიის კრების -19
IV მსოფლიო კრების -16
ამდენად, სირცხვილია, როცა ასეთი ამორალური მდგომარეობის ადამიანი იმყოფება წმინდა სინოდის წევრად, მოქმედი მღვდელმთავრის პატივში და დღენიადაგ პათეთიკური, ცრუ და ფარისევლური რიტორიკით "გვმოძღვრავს" საჭირბოროტო საკითხებზე. ამასთან, მას არაერთგზის შეუცვალეს ეპარქია გარყვნილებაში მხილებისა და ფინანსური მახინაციების გამო. დასასჯელია ასევე მისი მფარველი ე.წ. კათოლიკოს-პატრიარქი და "წმინდა" სინოდის უზნეო ეპისკოპატი, რომელიც ასეთ ჰედონისტებს იწყნარებს იერარქიაში!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (902)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას