logo.png

 

Giorgi Geguchadze

 

რეალობას აცდენილი ,,მიტროპოლიტი " ნიკოლოზი!

"მოკლედ, ბექონდარა ხომ ვარსკვლავბიჭუნა გახდა სატელევიზიო სივრცეში და მინდა, მისი სხვადასხვა ინტერვიუდან გამოკრებილად, შევეხო რამდენიმე საკითხს.

,,ადამიანი ერთი დანაშაულისთვის ისჯება ერთხელ. მეუფე პეტრეს არ ჩაუდენია იმაზე მეტი დანაშაული, რის გამოც დაისაჯა",- ამბობს ის. ამავდროულად, არ დაგვავიწყდეთ,რომ ის ირწმუნება, რომ მეუფე პეტრეს ის ბრალდება პატრიარქის მიმართ, რაც საჯაროდ გააჟღერა, სინოდზე არ უთქვამს.

აქ ჩნდება ლოგიკური შეუსაბამობა. თუ მიტროპოლიტ პეტრეს არ უხსენებია სინოდზე პატრიარქის მამათმავლობის საკითხი, არამედ ის მხოლოდ იმის გამო დაისაჯა, რომ 1 წლის წინ , 2018 წლის დეკემბრის სინოდის სხდომის შემდეგ თქვა, რომ ჩემთვის დაინგრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებო და ის დასაჯეს ამის გამო, მაშ, რა გამოდის, რომ გარეთ ნათქვამი სხვა ახალი ბრალია?! ნუთუ ის, რომ მან პატრიარქზე თქვა: ,,ქართველ ერს ჰყავს პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე" არ გახლდათ საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ იმავ წამს უკან დაებრუნებინათ იგი და მოეთხოვათ ბრალდების დამტკიცება?

სინანულისკენ მოუწოდებს ,,მეუფე" ნიკოლოზი მეუფე პეტრეს. ზოგადად, სინანული უნდა გვქონდეს ჩვენ მიერ აღსრულებული არასწორი ქმედების/დანაშაულის გამო. მეუფე პეტრე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს ,უფრო მეტიც, ამბობს, რომ ეკლესიაში მიმდინარე შავ-ბნელ საქმეებზე აქვს ფაქტები და დამტკიცება შეუძლია. რა იცის ,,მიტრ". ნიკოლოზმა, რომ მიტრ. პეტრე არის ცილისმწამებელი? ნუთუ ის აპოლოგიისთვის მიიწვიეს და ვერ დაამტკიცა წაყენებული ბრალდება თუ რაშია საქმე?

მეუფე პეტრეს არ მიუყენებია შეურაცხყოფა ქართველი ერისათვის, ან როდის მერე გახდა სიმართლე შეურაცხყოფა, ან ,,მიტრ." ნიკოლოზი რატომაა დარწმუნებული, რომ ქართველი ერი ამის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს? ასობით და ათასობით ადამიანს ვიცნობ, რომლებიც არ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად იმის გამო, რაც მან პატრიარქის მისამართით თქვა, პირიქით, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების მადლობს უფალს, რომ ბოლოსდაბოლოს ხმამაღლა ითქვა ის, რაზეც ათწლეულებია, კულუარებში საუბრობენ.

მისი კომენტარიდან გამომდინარე ბრწყინვალედ ასკვნის ჟურნალისტი თ. ადეიშვილი: ,,მისი (მ.პეტრე) საკითხი სჯულის კანონზე კი არა სინოდის წევრებზე ყოფილა დამოკიდებული"! დიახ, ასეა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. სადამსჯელო ორგანოდ გარდაქმნილი საპატრიარქოს წარმომადგენლები არც მალავენ, რომ დასჯა შეუძლიათ მხოლოდ!!! პარადოქსია, მაგრამ სჯულის კანონზე აპელირებს ,,მიტრ" ნიკოლოზი, თითქოსდა მეუფე პეტრემ ბრალის წარდგინების პროცედურული წესი დაარღვია. ეს სიცრუეა, მრავალი წლის განმავლობაში საუბრობდა მეუფე პეტრე ამ და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ სინოდის სხდომებზე და, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, ერთხელაც კი ეს სივრცე არ გამოუყენებია საჯარო განცხადებისთვის. მისი მედიასთან ურთიერთობა განაპირობა ისევდაისევ საპატრიარქოს სიჯიუტემ, არ მოესმინათ და არ ეზრუნათ პრობლემების მოგვარებისთვის.

მაგრამ დავუშვათ, რომ ,,მიტრ." ნიკოლოზი მართალია და მ.პეტრემ დაარღვია ბრალის წარდგინების პროცედურული წესი, განა ამით, ოდნავ მაინც, ბრალდების შინაარსი და მისი სიმძიმე უფერულდება?

გაოცებით კითხულობს მისი ,,ღვთაებრივი მაღალღირსება", სასამართლო რატომ უნდა მოვუწყოთო. აი, მღვდელმთავრად წოდებული რომ ამას იტყვის, ამის შემდეგ მას რაზე უნდა ველაპარაკოთ? კათოლიკოს-პატრიარქი იმყოფება ამხელა ბრალდების ქვეშ და მღვდელმთავარი ვერ ხედავს აუცილებლობას, ბრალმდებელს მოსთხოვოს ბრალის დამტკიცება. ასე მხოლოდ ილია შიოლაშვილის მიერ შექმნილ ეკლესიაში აზროვნებენ.

წერილობითი ფორმით კი არა, ყველანაერი საშუალებით თქვა უკვე, რომ პატრიარქს ბრალს სდებს სოდომიაში. ვიდეოები არსობობს N რაოდენობით, სადაც ამას ამბობს იგი და აქვე ურთავს, რომ თუ ვერ დავამტკიცებ, მე დამსაჯეთ, სასამართლო პირველად ჩემით დაიწყეთო!

ამ დღეებში, სინოდის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ, დღის სინათლეს იხილავს ერთ-ერთი ახალგაზრდის, ყოფილი სტიქაროსნის მიერ გამოგზავნილი წერილობითი სახის მიმართვა სინოდისადმი, სადაც ის თავისი ბრალდების განხილვა/დამტკიცებას ითხოვს. ეს წერილი გასაჯაროვდება მალე.

აღარაფერს ვამბობ გათამაშებულ სპექტაკლზე, ვითომცდა პრეზიდენტად დასმულს მიმართა სინოდმა მამალაძის შეწყალებისთვის და მან არ გაითვალისწინა. ისე აქ საინტერესო ისაა, რომ თავადვე ამბობს, ისტორიაში არ მომხდარა მსგავსი შემთხვევა, რომ სინოდს მიემართა პრეზიდენტისთვისო და, ამ დროს , რომ ამავე პრეზიდენტმა დაიკიდა (ისევ პატრიარქის მოთხოვნით) ეს თხოვნა, ამაზე პრეტენზია არ აქვს, უფრო მეტიც, პრეზიდენტმა რომ არ შეიწყალა, ღირსეული პასუხი ჰქონდა ამაზეო.

არადა ვინ მოთვლის რა მიზნების გამო ასობით ადამიანი გამოიყვანა ილია შიოლაშვილმა ციხიდან. 

არ მინდა, კიდევ გავაგრძელო.

გოგორიშვილის სითბო გწყალობდეთ, ,,მაღალღირსებავ". "

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (567)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას