logo.png

 

Lela Chkhartishvili

 

"ეს რა გონებაშეზღუდულობაა ანდა ვერაგი ლოგიკა...გინდა თუ არა ადრე რომ ასე ფიქრობდი, ახლაც რატომ არ ფიქრობ ასეო...განა ქრისტიანობას ცოტა ახსოვს ადამიანის შეცვლის მაგალითები?!..უფრო სწორად, შეცვლის კი არა...თუნდაც ღირებულებათა გადაფასების...სინამდვილე ასე მთლიანად (ერთბაშად) არ გეძლევა...შეიძლება იმიტომ, რომ მზად არ ხარ. ან უბრალოდ ვერ გადაიტან, ვერ გაუსწორებ თვალს...მარადიულ უსამართლობას, რომელიც ფოლკნერმა გორგონას საზარელ სახეს შეადარა...უნდა გაიზარდო, რომ ამ გორგონას დანახვა შეძლო...იმის დანახვა, რომლისთვისაც ადამიანს არ შეეხედება...ჯერ ვარდისფერი სათვალეები გვაქვს...მერე კი, წუთისოფლის სიცრუისა და უსამართლობის მთელი სისავსით აღქმა რომ გაგეხსნება ადამიანს, მერე თუ ნამუსიანი ხარ, ვეღარ ითვალთმაქცებ...ძველი გზებით ვეღარ ივლი...ის აღარ ხარ, ანუ ძველი ადამიანი...ძნელი გზაა ეს..ალბათ..რადგან ვერ თანა ხატ ექმნები, ვერ შეერევი, ვერ დაემსგავსები წუთისოფელს და მის ღვიძლ შვილებს...ვეღარ დაიდებ წილს..და არც ის დაგიდებს წილს...მისთვის შენ არ ხარ ნამდვილი.. არამედ ხარ გერი, უცხო თესლი...წასული ხარ მისგან...და ვეღარ მობრუნდები...დედაშენიც რომ ადგეს საფლავიდან და დაგიძახოს, მისთვისაც ვეღარ მოიბრუნებ პირს...მაგრამ რას იზამ? შენ უნდა დარჩე შენად!..შენი ბილიკით უნდა იარო...მარტოსულის ბილიკით....არადა კოლექტივები იჩემებენ, ლოზუნგებიც აუფრიალებიათ: „არცერთი წამი ქრისტეს გარეშეო.“ წარმოგიდგენიათ?...ბოლოს და ბოლოს სად არის ქრისტე?...ვისთან არის?...დღეს გავიარე ეზოში.. შორს არ წავსულვარ...გზის აქეთ ლამაზ და მოვლილ დედას, რომელიც ჩემი მეზობელია, მოჰყავდა ლამაზი და მოვლილი ბავშვები.....კეთილდღეობაში, სიმატკბილობაში, ფუფუნებაში ნაზარდნი და ნაპატიებნი...ძვირადღირებული სუნამოს სურნელი იფრქვეოდა, გაზაფხულის პირის ჰაერთან შეზავებული...საამო და გულმისაზიდი ..გზის იქეთ ბომჟი დედა-შვილი მოდიოდნენ...ბინძურად ჩაცმულნი...ჩამოკიდებული ჰქონდათ აბრა წარწერით: დაგვეხმარეთ...ახლოს ვერ მიეკარებოდი.. მძაფრი სუნი განგიზიდავდა...ნაგავსაყრელის სუნი...არცთუ კარგი შედარებაა..ვიცი, მაპატიეთ ეს უნიჭო და უაზრო „ფილოსოფიური წიაღსვლები“... მაგრამ...ამ ბოლო დროს, (ეტყობა რომ ვბერდები) მეც შემომიტია კითხვამ: სად არის ქრისტე?...კეთილდღეობაში თუ ტანჯვაში?..."

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (596)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას