"ვრცელდება ინფორმაცია, რომ 11 თებერვლის წმინდა სინოდის სხდომაზე, რუსეთის დავალებით, ეპისკოპოსთა ერთი ნაწილი პატრიარქის გადაყენებას შეეცდება. ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, უბრალოდ დავწერ იმას, რომ მეტისმეტად არარელურად მეჩვენება ეს ყველაფერი. 1-რუსეთი ასეთ საკითხებს ამ მეთოდებით არ აგვარებს. 2- პატრიარქისადმი ,,ამბოხებული" ეპისკოპოსთა ჯგუფი სინოდში არ არსებობს. 3-მეუფე შიოს არ აქვს იმდენი გავლენა რომ ამგვარ რაღაცეებზე სერიოზულად იფიქროს. 4-ჩვენი ეკლესიის სინოდში არცერთ ეპისკოპოსს და ეპისკოპოსთა ჯგუფს არ აქვს იმხელა ძალა, რომ პატრიარქს ასეთი რამე გაუბედონ. 5-პატრიარქი გადადგება მაშინ, როდესაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ან თავის უახლოეს წრესთან თათბირის შემდეგ გადაწყვეტს ამას. სინოდში პატრიარქისადმი ,,ამბოხებული ჯგუფების" არსებობისა არ მჯერა.
მაშინ რაზე შეიძლება იმსჯელოს სინოდმა? კორონა კრიზისზე, ლოცვის გაძლიერებაზე, ახალი წმინდანების გამორჩევაზე, დავით-გარეჯზე, ახალი ეპისკოპოსების კურთხევაზე, ურჩი ეპისკოპოსისა და სასულიერო პირების დასჯაზე და ა.შ. ზოგადად კი რა საჭიროა ამდენი საუბარი, გავა რამდენიმე დღე და ყველა ვნახავთ რასაც გადაწყვეტს წმინდა სინოდი."
წერს თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი.
ნანახია: (569)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას