logo.png

 

The Helsinki Union of Georgia - National Regeneration

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ,,საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებას" მიაჩნია და აქვს ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის კონკრეტული სამართლებრივი გზა, რომელსაც ფოსტულატებად, შემდგომი განხილვისათვის, წარმოგიდგენთ:

1. აუცილებელია სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი წყვეტის აღმოფხვრა და მომავალი ლეგიტიმირებული, სამართლებრივი საყოველთაო არჩევნების დანიშვნა-ჩატარება, რამეთუ სწორედ ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებასა და გამარჯვებას აქვს აზრი. ამ გზით საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს გეოპოლიტიკური უპირატესობანი და შესძლოს დამოუკიდებელი პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა.

2. რამდენადაც, კავკასიის, როგორც მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონის, შიგა მოწესრიგების პრინციპი ისტორიულ-ეთნიკური პროცესების განვითარებამ, მისმა ღრმა ფესვებმა უნდა განსაზღვროს, რაც საქართველოს იბერიულ-კავკასიურ ტომებთან ნათესაობით და ასევე შავი ზღვის ნავსადგურთა გარკვეული ნაწილის კონტროლით განსაზღვრულ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. მიგვაჩნია, უნდა აღსდგეს ისტორიული სამართლიანობა და უნდა მომზადდეს საფუძველი, რათა ჩამოყალიბდეს მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონი და ერთობა - კავკასია, როგორც გარანტი მსოფლიოში მშვიდობისა, სამართლიანობისა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის დაცვისა, სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თანხმობა-ერთობისა და თანასწორობისა.

3. ამასთან, უკვე ახალ საუკუნეში, მსოფლიო ისტორიული მისიაა საფუძველი ჩაეყაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვისობრივად ახალ ინსტიტუტს - მსოფლიოს ერთა ანსამბლეას, რომლის უზენაესი მიზანი ასევე იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად, მსოფლიოს ერთა კულტურათა და სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. საშუროა, თუ კავკასიაში და სწორედ საქართველოში განთავსდება და მოეწყობა

სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა, ერთა კულტურათა, უფლებებისა და თავისუფლებების, დაცვისა და უზრუნველყოფის „მსოფლიო ერთა ანსამბლეა", რამეთუ, იგი უნდა გახდეს მედიატორი სახელმწიფო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ქრისტიანულ და მუსულმანურ სამყაროს შორის, რაც მისი ოდინდელი ისტორიული მისიის დაბრუნება იქნება.

4. ამასთან, აუცილებელი დადგეს 1975 წლის ჰელსინკის საერთაშორისო ხელშეკრულების დეკლარაციაზე ხელისმომწერი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის საკითხი:

ა) 1975 წლის ჰელსინკის დეკლარაციაზე ხელისმომწერი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის საკითხი, მსოფლიოს ხალხებისა და ერების თვითმყოფადი განვითარების უზრუნველყოფის, ანუ ჰელსინკის საერთაშორისო დეკლარაციაში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობების ვექტორით მოცემული გარანტიების აღსრულების საქმეში;

ბ) საკითხი, საქართველოს, როგორც კავკასიის პოლიტიკური რეგიონის, ცენტრისა და ევრაზიური გზაჯვარედინი ქვეყნის საერთაშორისო მისიის შექმნისას და ამასთან მისი ორგანიზაციული დაფუძნებისას, საკუთარი წვლილის გაღებისათვის პლანეტარული სამშვიდობო ცხოვრების უზრუნველყოფის საქმეში.

ეს საკითხები სიღრმისეულად არიან დაკავშირებულნი მსოფლიო წესრიგის ახალ მსოფლმხედველობასთან, მის პრინციპებთან და დღეს, უმწვავესი საჭიროებით, ჰაერივით სჭირდება დღევანდელ მსოფლიო საზოგადოებრიობას, თავად მსოფლიოს ხალხებსა და კაცობრიობის მომავალს.

საქართველომ პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისია კაცობრიობის წინაშე.

 

მიმართვას აქვეყნებს: საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ,,საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება".

 

ნანახია: (965)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას