"კიდევ ერთხელ მინდა შევეხმიანო წუხანდელ ნიკა გვარამიას მონოლოგს მთავარ არხზე. სიმართლე გითხრათ მოველოდი ასეთ მონოლოგს ანზორ გვარამიას შვილისგან, ანზორ გვარამია ზვიად გამსახურდიასთან მეგობრობდა და თავისი ცხოვრება მიუძღვნა ეროვნულ მოძრაობას. ერთად ვიყავით დევნილები ხუნტის რეჟიმისგან და დიდხანს ვიყავით ერთად ემიგრაციაში.
რაც შეეხება დესამშობლოზაციას, ჩემი აზრით ეს იყო შეგნებული, მიზანმიმართული ქმედება ერის ცნობიერების ჩასახშობად, პატრიოტიზმის დასათრგუნად და ეროვნული სულისკვეთების ნიჰილიზაციისკენ, უმოქმედობისკენ გაფანტვის სპეციალურად შემუშავებული მეთოდი, რამაც მოშალა უპირველესად გაერთიანების ინსტიქტი სამშობლო წართმეულ ხალხში.
ნიკა გვარამია მიხვდა და დაინახა, რომ ოპოზიცია გაკოტრებულია იდეურად და ადგილიდან ვერ იძვრის. ოპოზიციამ ვერ შეძლო ისეთი იდეის გაჟღერება, რომლის გარშემოც გაერთიანდებოდა ხალხი და შეძლებდა ერთიანი ძალით გამარჯვებას.
ნიკა გვარამიამ ღიად და თამამად მიანიშნა ოპოზიციას, რომ ახალი ეროვნული მოძრაობაა დასაწყები და ნუ შეგრცხვებათ ჯოს ძახილიო! სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, ნიკა გვარამიას მონოლოგში ისც გაცხადდა, თურმე ოპოზიციისთვის "გრეხი" ყოფილა ლოზუნგი, - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ხოლო ის ხალხი, ვინც ამ სიტყვებს ვიძახდით, ვინც შევქმენით და დავაფუძნეთ ახალი სახელმწიფო, მათ წარმოდგენაში ვყოფილვართ შტერები და პროვინციალები...
დიახ, " ეგრეხა" პოლიტიკურ, ნაპუტჩისტარ ბომონდს და არა მარტო მათ, სიტყვა სამშობლო და ის აზრი, რასაც ეს სიტყვა იტევს და არის საფუძველი ერის გაერთიანების. ქართველი კაცისთვის სამშობლო მარტო ტერიტორია არ არის, არამედ მისი ცხოვრების აზრი და იდეოლოგია.
შეცვლის კი ნიკა გვარამიას მონოლოგი ოპოზიციურ მოძრაობაში რამეს? ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მთავარია ნიკა გვარამიამ თქვა ის, რისი თქმაც აუცილებელი და საჭირო იყო. დავაკვირდეთ მოვლენებს."
წერს რევაზ კემულარია.
ნანახია: (977)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას