logo.png

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

კიდევ ერთხელ გარეჯზე, ქართველთა მეორე იერუსალიმზე

"საკითხის სირთულე და ჩახლართულობა, რაც გამოწვეულია საბჭოთა მმართველობის პერიოდის რუკების მონაცემთა სხვადასხვაობით, რომელსაც ეყრდნობა დღეს დემარკაცია-დელიმიტაცია ორი სახელმწოფოს შორის, ბევრ სპეკულაციას და გაუგებრობას იწვევს მოსახლეობაში, რომელიც კარგად ვერ ერკვევა საკითხის ნიუანსებში. მაგალითად პირველი არხის რეპორტაჟში (ლინკი იხ. კომენტარში)

მინისტრი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მთელი გარეჯის კომპლექსი ახლად ნაპოვნი რუკით ექცევა საქართველოს შემადგენლობაში, სინამდვილეში კი სადაოდ ქცეული უდაბნო-ჩიჩხიტურის მონასტრები კი ჩვენკენ ექცევა, მაგრამ ბერთუბანი, რომელიც გარეჯის მონასტერთა შორის ერთერთი გამორჩეულია და სადაც იყო მეფეთმეფების წმ. თამარის და გიორგი ლაშას ფრესკა, აზერბაიჯანს რჩება ამ რუკითაც და ყველა სხვა საბჭოთა რუკით. მთელს სიუჟეტში ერთხელაც არაა ნახსენები ბერთუბნის მონასტრის პრობლემა. ეს, რა თქმა უნდა, საკითხის მიჩქმალვას ნიშნავს და მეტს არაფერს. უეჭველია, რომ სადაო უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრების ჩვენს საზღვრებში შესაძლო მოქცევა დიდი ეროვნული საქმე იქნება და თუ ამას მაინც შეძლებენ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დიდი მადლობა ეკუთვნის, მაგრამ განცხადება, მთელი გარეჯის დაბრუნებაზე გადამეტებულია და არაზუსტი, და საკითხის არაზუსტად წარმოჩენას და ბერთუბნის მონასტრის უგულვებელყოფა-დავიწყებას ნიშნავს.

ასევე ყველა ქართველმა უნდა გააცნობიეროს არსებული დიდი პრობლემა: თუ 1930-იანი წლების ზოგი რუკებით ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტრები ჩვენი ტერიტორიაა და ზოგი რუკებით აზერბაიჯანის ტერიტორია, 1945 წლიდან მოყოლებული ყველა საბჭოთა რუკით უკვე აზერბაიჯანისაა ეს უწმინდესი და ისტორიული ქართული ტერიტორია საუბედუროდ, საზღვარი გატარებულია ქედზე და ზედ ჩიჩხიტურის კოშკზე, რითაც ჩიჩხიტურის კომპლექსის უმეტესი ნაწილი და უდაბნოს მონასტერი მთლიანად აზერბაიჯანისკენაა მოქცეული. ეს უქმნის აზერბაიჯანს მომგებიან მდგომარეობას და ეს აჭიანურებს საკითხის დადებითად გადაწყვეტას 1996 წლიდან დღემდე (ანუ მას შემდგომ რაც დელიმიტაცია-დემარკაციის ორმხრივი კომისები მუშაობენ). ასევე გავიმეორებ, რომ საზღვრის ბედი საუბედუროდ დამოკიდებულია მხოლოდ საბჭოთა რუკებზე და ორი სახელმწიფოს პირად შეთანხმებაზე, ასეთია სახელმწიფო კონსტიტუციური სამართალი ორივე ქვეყანაში და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა და აღიარება. აუცილებელია, საკითხის სკანდალიზირება-ბულვარიზაცია და ურთიერთ ლანძღვა დაასრულონ ქართველებმა და საქართველოს სახელმწიფომ საქმიანი, კომპეტენტური, პრინციპული მოლაპარაკება დაიწყოს აზერბაიჯანთან და უსასრულოდ აღარ გაწელონ პროცესი, რომელიც 25 წელია ვერ დასრულდა ჯერაც. იგივე პრობლემა გვაქვს ხუჯაბის მე-13 საუკუნის დიდ მონასტერზეც სომხეთის სასაზღვრო ზოლში, რომელსაც დღეს აღარავინ ახსენებს და მივიწყებულია."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (719)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას