logo.png

 

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"ხომ გინახავთ როგორ იბნევა ვერცხლისწყალი და როგორ იოლად გროვდება ერთ მასად?

სწორედ ვერცხლისწყალივით არის გაბნეული საზოგადოებაში პროტესტი უსამართლო კონსერვატიული რეჟიმის წინააღმდეგ.

პროტესტის რეჟიმში არიან ცალკე მაღაროელები, ცალკე მორაგბეები, ცალკე მედიკოსები, ცალკე ბიზნესი, ცალკე აქტივისტები და სულ უარესი

პარტიებსაც ცალკე პროტესტი და ბოიკოტი აქვთ, რაც დემოკრატიის თვალსაზრისით აბსურდია, მაგრამ გვაქვს ეს აბსურდი.

მოკლედ გვაქვს კლასიკური დაყავი და იბატონე.

ასეთი გაბნეული პროტესტების შეკრებას და ვერცხლისწყალივით სისტემურ გაერთიანებას ერთ მძლავრ მასად შეძლებდა ლიბერალური ოპოზიცია და არსებული კონსერვატიული რეჟიმი იოლად დაემხობოდა.

ოღონდ ლიბერალური ოპოზიცია არ გვყავს.

კონსერვატიული ოპოზიცია კი პირიქით, ხელს უწყობს ამ დაყოფის შენარჩუნებას. ამიტომ ხედავთ ერთი და იგივე სახეებს და გესმით ერთი და იგივე ბლა ბლა.

სისტემურ გაერთიანებას ვინღა ჩივის.

ჰოდა პროტესტანტ ჯგუფებს არც აქვთ პარტიების ნდობა და არც უნდათ ასეთ პარტიებთან ასოცირება.

სამართლიანი მართვის სისტემა არის მხოლოდ ლიბერალური, ასევე ლიბერალური ეკონომიკით.

არსებული კონსერვატიული პოლიტიკური კლასი ლიბერალური წესრიგის დამამყარებელი არ არის."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (584)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას